პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედება... ზუსტად ეს ერთიანი სცენარი ედებათ მათ ბრალად - ნინო წილოსანი იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელთა წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი განიხილება

საქართველოს პარლამენტილელონაციონალური მოძრაობა

ნინო წილოსანი ოპოზიციას სახელმწიფო სისტემის ჩამონგრევის მცდელობაში, დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედებასა და ერთიანი სცენარით მუშაობაში ადანაშაულებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მუდმივად ცდილობს სახელმწიფო სისტემის ჩამონგრევას, არ აღიარებს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილებას და ცდილობს იპოვოს თანამოაზრეები ქვეყნის გარეთ, რათა არაღიარების პოლიტიკა აწარმოოს.

როგორც წილოსანმა "ღამის კურიერში" საუბრის დროს აღნიშნა, სწორედ ეს არის ზღვარი, რომელიც ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას შორის გადის.

მისივე თქმით, ოპოზიცია ერთიანი სცენარით მოქმედებს, მათ შორის კი, "ლელოც" არის, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას ცდილობს.

"წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში, შესაძლებელი იყოს, რომ პარტია, რომელიც ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, შეეძლოს და მომენტალურად ეს არჩევნები გამოაცხადოს არალეგიტიმურად, გაყალბებულად და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას მოუწყოს ბოიკოტი და არა მხოლოდ - იპოვოს თავისი პატრონები უცხოეთში და მათი მეშვეობით არაღიარების პოლიტიკა აწარმოოს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ განახორციელოს ის მოქმედებები, რომელსაც ოპოზიცია სხვადასხვა პარტიების საშუალებით აკეთებდა - ეს ხომ წარმოუდგენელია?!

ამ რეჟიმში სახელმწიფო არ იარსებებს. ეს არის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, დემოკრატიისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედება - ზუსტად ამას აკეთებდნენ.

ეს არ იყო ამოგლეჯილად ერთი წერილი, ეს იყო არჩევნების წაგების შემდეგ დაწყებული მთლიანი პროცესი. ზუსტად ეს ერთიანი სცენარი ედებათ მათ ბრალად. ყველა ეტაპზე ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოქმედებდნენ - ძალიან უნდათ, რომ ეს დაფარონ, მაგრამ ეს არ დაიფარება. "ნაციონალური მოძრაობა" არის დედა პარტია, რომლის სხვადასხვა განშტოებებზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი პარტიების აკრძალვაზე: ის, რაც სხვა ქვეყნებისთვის კონსტიტუციის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში ვიღაცისთვის კრიტიკის საფუძველია. ეს აუცილებლად გასავლელია, ისტორიულ პროცესში ვართ. ქართველი ხალხის მოთხოვნაა ეს ადამიანები ნახონ განსასჯელის სკამზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები