პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-დან ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და წინასწარ თანხა მოსთხოვა. დაზარალებულებმა ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რითაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ავტომანქანების ხელსაყრელ ფასად ჩამოყვანას დაჰპირდა და ავტომანქანების ღირებულების წინასწარ გადახდა მოსთხოვა.
პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულებმა ბრალდებულს ხელზე, მის მიერ მითითებულ კრიპტოვალუტის ელექტრონ საფულეზე და საბანკო ანგარიშზე საერთო ჯამში 833 101 ლარი გადარიცხეს, რასაც ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 10 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.