პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბესიკ დონაძე - როგორ შეიძლება, თანამდებობებზე გააჩერო მერი თუ მისი მოადგილეები, რომლებსაც 7 წლის განმავლობაში ფული ჰპარავდნენ და ვერაფერი გაიგეს? - არ არსებობს მერიაში საქალაქო სამსახური, რომელიც რაიმე სკანდალში არ იყოს გახვეული

კოალიცია ცვლილებისთვისთბილისის მერია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე კახა კალაძეს ცუდ მენეჯერობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერიას ბიუჯეტიდან 41 მილიონი მოჰპარეს, სამსახურები სკანდალებშია გახვეული და მერი უნდა გადადგეს.

ბესიკ დონაძე - როგორ შეიძლება, თანამდებობებზე გააჩერო მერი თუ მისი მოადგილეები, რომლებსაც 7 წლის განმავლობაში ფული ჰპარავდნენ და ვერაფერი გაიგეს? - არ არსებობს მერიაში საქალაქო სამსახური, რომელიც რაიმე სკანდალში არ იყოს გახვეული
ინტერპრესნიუსი

როგორ შეიძლება, თანამდებობებზე გააჩერო მერი, მისი მოადგილეები თუ სამსახურის უფროსები, რომლებსაც შვიდი წლის განმავლობაში ფული ჰპარავდნენ და ვერაფერი გაიგეს? - არ არსებობს მერიაში საქალაქო სამსახური, რომელიც რაიმე სკანდალში არ იყოს გახვეული, ხომ უნდა მიხვდე, რომ ვერ მართავ და უნდა წახვიდე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცუდი მენეჯერია.

„როგორ შეიძლება, თანამდებობებზე გააჩერო მერი, მისი მოადგილეები თუ სამსახურის უფროსები, რომლებსაც შვიდი წლის განმავლობაში ფული ჰპარავდნენ და ვერაფერი გაიგეს? დღეს ქალაქს ჰყავს მერი, რომელსაც ბიუჯეტიდან მატარებლის შეკეთებაში 41 მილიონი მოჰპარეს, საბავშვო ბაღების რემონტში მოჰპარეს ფული, უფასო სასადილოებში მოჰპარეს ფული. მის მიერ ორგანიზებულ რეაბილიტირებულ შადრევანში ბავშვი დაიღუპა, სამსახურების გაუმართაობის გამო ორმოებში ადამიანები ვარდებიან და იღუპებიან.

არ არსებობს მერიაში საქალაქო სამსახური, რომელიც რაიმე სკანდალში არ იყოს გახვეული. აიღეთ თუნდაც „ჰერმესი“, რომელსაც მუნიციპალური სასაფლაოების მართვა აბარია, იქაც ქრთამზე ჰყავთ ხალხი დაჭერილი. ხომ უნდა მიხვდე, რომ ვერ მართავ და უნდა წახვიდე! ცუდი მენეჯერია!

ორი გზა არსებობს - ან თავად არის ამ ყველაფერში ჩართული და მის გარეშე არაფერი ხდება და თუ დააკვირდით მის მართვის სტილს, მის გარეშე მართლაც არაფერი ხდება, ან ეს ყველაფერი მის ზურგს [უკან ხდება]. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავიდეს! ეს უკვე უპასუხისმგებლობაც აღარ არის, სახელიც აღარ აქვს.

შესაძლებელია, რომ მიწის ქვეშ მილი დაზიანდეს, ის, რაც გამრეკელის ქუჩაზე მოხდა, ამისგან დაცული არავინ არ არის. მაგრამ ის, რომ ეს მილი ძველია და რომ ახლით უნდა გამოიცვალოს, რადგან ახალი მილი უფრო კარგია, რადგან ძველის დაზიანების რისკი მაღალია, ეს ორჯერ ორია“,- განაცხადა ბესიკ დონაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები