“კალაძე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს – ახლა მოგაწვდით დეტალურად ინფორმაციას, როგორ მიდის პროდუქტები ბავშვებამდე” – ბესიკ დონაძე
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი და კოორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ თბილისის მერი და მერიის სტრუქტურული ერთეული – ბაღების სააგენტო ვალდებულნი არიან აკონტროლონ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდების ვადები, ხარისხი და ბავშვებამდე მიტანა, რის გამოც, მისი თქმით, კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს.

კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, კოორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე:
ახლა მოგაწვდით დეტალურად ინფორმაციას, როგორ ხდება თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდება და შემდეგ როგორ ხდება უკვე ამ პროდუქტების მიტანა ბავშვებამდე.
მოკლედ, პირველი ეტაპი ეს არის ტენდერის ჩატარება საკვებ პროდუქტებზე და ამ ტენდერს ატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. ტენდერის ჩატარების შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან კონკრეტული საკვები პროდუქტების მიწოდებაზე და სხვადასხვა კომპანიები იმარჯვებენ იმიტომ, რომ საკვები პროდუქტები დაყოფილია სხვადასხვა ჯგუფებად — ეს არის ბურღულეული, ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ.
როდესაც უკვე ტენდერი ჩატარებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია, მთლიანად პასუხისმგებლობა უკვე გადადის თბილისის მერიის ბაღების სააგენტოზე გამომდინარე იქიდან, რომ ბაღების სააგენტო ვალდებულია აკონტროლოს უკვე პროდუქტების მიწოდების ვადები და ხარისხი. ხოლო უკვე მიწოდებულ პროდუქტებს ადგილზე ამზადებენ მზარეულები საბავშვო ბაღში.
ანუ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული, უკვე პროდუქტების მიწოდებაზე, პროდუქტების დამზადებაზე და ბავშვებამდე მიტანაზე პასუხისმგებლობა აქვს თბილისის მერიის ბაღების სააგენტოს. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ეცადოს კალაძემ პასუხისმგებლობის აცილება, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ბაღების სააგენტო არის მერიის სტრუქტურული ერთეული და მერია არის პასუხისმგებელი საბავშვო ბაღებში ბავშვების კვებაზე.
“კალაძე, აქ მომზადებულ საჭმელს შეჭამ?” – ბესიკ.დონაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…