სალომე სამადაშვილი - გამოსვლა, სადაც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ, არის თურმე სამხილი, რომ „ლელო“ ჯარის გაგზავნას მოითხოვდა - წილოსანი რომ ამას ამბობს, არაა გასაოცარი, აზრი ვერ გამოაქვს, აი, პაპუაშვილმა კი, თავადვე აღიარა, რომ მოიტყუა
სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მედია მის 2022 წლის გამოსვლას ჯარის გაგზავნის მოთხოვნის სამხილად უსაფუძვლოდ ასაღებს. მისივე მტკიცებით, შალვა პაპუაშვილმა თავადვე აღიარა, რომ გუშინ მოიტყუა და მეომრების გაგზავნაზე საუბარი არ ყოფილა.

„ქოც” მედია ჩემს 2022 წლის გამოსვლას ატრიალებს, რომელშიც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ. ეს გამოსვლა არის თურმე სამხილი, რომ „ლელო” უკრაინაში ჯარის გაგზავნას მოითხოვდა - წილოსანი რომ ამას ამბობს, არაა გასაოცარი, IQ ტესტირების ფაზაზე დაახარვეზეს, სავარაუდოდ, სამსახურში მოწყობა რომ სცადა, სადმე, ოჯახური ბიზნესის გარდა. ის შეიძლება გულწრფელიცაა, რადგან აზრი ვერ გამოაქვს, ვერც წაკითხულიდან, ვერც მოსმენილიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავადვე აღიარა, რომ “გუშინ მოიტყუა, მასთან არანაირი მეომრების გაგზავნაზე, არავითარ საუბარი არ ყოფილა”.
“ქოც” მედია ჩემს 2022 წლის გამოსვლას ატრიალებს, რომელშიც უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას მოვითხოვ.
შეგახსენებთ, ომის დაწყებისთანავე “ქოცებმა” ძალიან ნათელი გახადეს, რომ კიევის დაცემას მოუთმენლად ელოდებოდნენ. 5 წელია ამ დღეს ელოდებიან, პუტინთან ერთად...
გამოსვლაში ასევე ვეკითხები ხელისუფლებას - “უკრაინა რატომ აცხადებს, რომ საქართველოდან სამედიცინო პერსონალს უკრაინაში ჩასვლაში ხელს უშლიან.
სანამ ყაველაშვილი დედის გინებით სხდომის ჩაშლას ცდილობს, მოვითხოვ, ღარიბაშვილმა თქვას, აპირებს თუ არა განცხადებას, რომ მისი ხელისუფლება საქართველოს დაიცავს, ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში”.
ეს გამოსვლა არის თურმე სამხილი, რომ „ლელო” უკრაინაში ჯარის გაგზავნას მოითხოვდა.
წილოსანი რომ ამას ამბობს, არაა გასაოცარი, IQ ტესტირების ფაზაზე დაახარვეზეს, სავარაუდოდ, სამსახურში მოწყობა რომ სცადა, სადმე, ოჯახური ბიზნესის გარდა. ის შეიძლება გულწრფელიცაა, რადგან აზრი ვერ გამოაქვს, ვერც წაკითხულიდან, ვერც მოსმენილიდან.
აი, პაპუაშვილმა კი, თავადვე აღიარა დღეს, რომ გუშინ მოიტყუა, მასთან არანაირი მეომრების გაგზავნაზე, არავითარ საუბარი არ ყოფილა.
ბოლოს კი, ერთი შეკითხვა მაქვს “ქოცებთან”, ეს გმირი ღარიბაშვილი, ქვეყანა ომში ჩართვას, ბეწვზე რომ გადაარჩინა, სანამ ოპოზიცია „ომს“ მოითხოვდა, ციხეში რატომ ჩააგდეთ, თან დიდი ხნით? ომი გინდათ?”, - წერს სამადაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…