პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თენგო თევზაძე - რაც ბუნებაში არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ, გამორიცხულია - მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა, ეს დაგვისანქცირეთ?!”

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

თენგო თევზაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე ფაქტობრივ ტყუილებზე საუბრობს და უარყოფს ბრალდებებს ელენე ხოშტარიას მიერ მოლოტოვის კოქტეილის შენახვასა თუ სროლაზე. მისივე თქმით, ლოგიკას მოკლებულია მოსაზრება, თითქოს ოპოზიცია უცხოურ ინსტიტუტებს სანქციების დაწესებას უკვეთდეს.

თენგო თევზაძე - რაც ბუნებაში არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ, გამორიცხულია - მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა, ეს დაგვისანქცირეთ?!”
ინტერპრესნიუსი

მართლა მაინტერესებს, გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე იღებს ტელეფონს და რეკავს სენატში: „აბა ეს დაგვისანქცირეთ?!“ - ლოგიკას მოკლებულია , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო სხდომებზე ფაქტობრივი ტყუილები ისმის.

„ლელოს“ მიმართაც იგივე კითხვები იქნება. გუშინ ვნახეთ გაუგონარი ამბავი - 2025 წელს „ლელომ“ თურმე არჩევნების შედეგები არ აღიარა. ეს ხომ ფაქტობრივი ტყუილია?! ანუ მთელ ოპოზიციაში კონფლიქტი იყო მაგაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შევიდოდა თუ არა „ლელო“. „ეს არ აღიარა“ - ეს არის ფაქტობრივი ტყუილი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასა და „გირჩთან“ დაკავშირებით, იმ ე.წ. „გირჩის ეკლესიასთან“ დაკავშირებით - რას ნიშნავს გავემიჯნეთ?! ეს საუბარი, 2013 წელს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება 2004 წელს დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიასთან რა შუაშია?!

რაც შეეხება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, იყო ორი ტყუილი: თითქოს ელენე ხოშტარია სადღაც მოლოტოვის კოქტეილს ინახავდა, ეს ფაქტი არსად დასტურდება და ბუნებაში არ არსებობს, ეს ერთი; და მეორე, თითქოს ელენე ხოშტარია ვინმეს რამეს ესროდა. ანუ გამიჯვნა რა შუაშია, ადამიანს ხომ არ დავაბრალებთ იმას, რაც არ გაუკეთებია?! პროკურატურას საქმე არ აღუძრავს ამასთან დაკავშირებით, ბუნებაში არ არსებობს ფაქტი. როდესაც პარტია „ახალის“ ოფისში შემოვიდნენ, 4 ოქტომბრის დილას, სანამ „დროას“ ოფისში შემოვიდოდნენ, ვერაფერი იპოვეს და ათი დროშა გვქონდა ტარით და ის დროშებიც გავიტანეთ, რომ რაიმე შარი არ მოედო „ქართულ ოცნებას“. ბუნებაში რაც არ არსებობს, იმაზე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გავაკეთეთ - გამორიცხულია. რაც არ უნდა ეცადოს სასამართლოს პლენუმი, რომ ჩვენ მოლოტოვის კოქტეილი ჩაგვიდოს ან თითქოს ელენე ხოშტარიამ ვიღაცას რაღაც ესროლა, ეს არ გამოუვა „ქართულ ოცნებას“.

თქვენ როგორ ფიქრობთ, სანქციები როგორ ხდება?! ჩვენ, ოპოზიციას, გავლენა აქვს ბრიტანეთის ხაზინაზე, ბრიტანეთის მთავრობაზე, სენატზე, წარმომადგენლობით პალატაზე?! „დროა“ დაასანქცირა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ეფესბემ“ ერთი კვირის წინ და „ქართული ოცნება“ რატომ არ გაემიჯნა?! ავკრძალოთ „ქართული ოცნება“ ამის გამო?! რატომ არ გაემიჯნა „ქართული ოცნება“? არც ვთხოვთ, ეს პოლიტიკური პროცესია - რუსეთისთვის ჩვენ ვართ, ოპოზიცია, მტერი და ევროპა „ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს საქართველოს საწინააღმდეგოდ. არჩევანი ხალხზეა - რუსეთი თუ ევროპა და ევროკავშირი.

მართლა მაინტერესებს, თქვენ გგონიათ, რომ ოპოზიციიდან ვინმე აიღებს ტელეფონს და რეკავს სენატში, რომ აბა ეს დაგვისანქცირეთ?! ლოგიკას მოკლებულია”, - აცხადებს თევზაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ეგ სხვა პარტიაა ბატონო მოსამართლევ” – რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის სასამართლო პროცესზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები