პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ტრადიციული ღირებულებების" დისკრედიტაციისთვის

კულტურის სამინისტრო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც „ტრადიციული ღირებულებების“ დისკრედიტაციისა და ასეთი მასალების წაშლაზე უარის გამო ფულად ჯარიმებს აწესებს. ნორმის დარღვევის დაფიქსირება კულტურის სამინისტროს, ხოლო შეტყობინებების გაგზავნა „როსკომნადზორს“ დაევალება.

რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "ტრადიციული ღირებულებების" დისკრედიტაციისთვის
რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 18 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე ისეთი მასალების გავრცელებისთვის, რომლებიც ახდენს ე.წ. რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების "დისკრედიტაციას". ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა RBC. კანონრპოექტი ითვალისწინებს ჯარიმებს როგორც საკუთრივ "დისკრედიტაციისთვის", ისე მფლობელების უარისთვის, გაფრთხილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ ამგვარად მიჩნეული მასალები.

ამა თუ იმ ტექსტს "დისკრედიტაციის გამომწვევად" აღიარებს კულტურის სამინისტრო, ხოლო მათი წაშლის შესახებ შეტყობინებებს "როსკომნადზორი" გაგზავნის. საერთო ანგარიშით, დოკუმენტი მიემართება კონტროლის გამკაცრებას აუდიოვიზუალურ მასალებზე სოციალურ ქსელებსა და ონლაინ სერვისებში.

ფიზიკური პირებისთვის საკუთრივ "დისკრედიტაციისთვის" კანონპროექტი ითვალისწინებს 10 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმას (დაახლოებით 120 ამერიკული დოლარი), "როსკომნადზორის" მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის - 20 ათას რუბლამდე (დაახლოებით 240 ამერიკული დოლარი). განმეორების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა იზრდება.

ეს აკრძალვა არ ვრცელდება ფილმებზე, რომლებსაც მოპოვებული აქვთ მოქმედი ლიცენზია. თუმცა 1 მარტიდან რუსეთში მოქმედებს ოფიციალური აკრძალვა იმ ფილმების გავრცელებაზე, რომლებიც "ახდენს რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების უარყოფის პროპაგანდას".

რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კანონი შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ ინტერპრეტაციას და შედეგად ცენზურა მოიტანოს. მაგრამ კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ "ღია დისკრედიტაცია ყოველთვის ჩანს და აქ არანაირი ორაზროვნება არ შეიძლება იყოს".

რუსეთში არ არსებობს კანონი ტრადიციულ სულიერ და მორალურ ღირებულებებზე. არის მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება, რომელსაც საკუთრივ ეს განსაზღვრება და ნუსხა შემოაქვს. ამ ბრძანების თანახმად, ასეთი ღირებულება ჩვიდმეტია - მათ შორისაა "სამშობლოსთვის სამსახური და მის ბედისწერაზე პასუხისმგებლობა", "სულიერის უპირატესობა მატერიალურზე", "კოლექტივიზმი", "ძლიერი ოჯახი" და "რუსეთის ხალხთა ერთობა".

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„გმირობები" უკრაინაში, „საამაყო" რუსეთი - ამ თემებზე ფილმებს რუსეთის სახელმწიფო დააფინანსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები