პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

FT: რუსეთი საწვავის ექსპორტიორიდან იმპორტიორი ხდება

Financial Times-ის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთმა ოქტომბერში ზღვით ბენზინის სარეკორდო მოცულობის იმპორტი განახორციელა და ექსპორტიორიდან იმპორტიორი ხდება. Reuters-ის წყაროების მიხედვით, ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობა რუსეთში 45 პროცენტით შემცირდა.

FT: რუსეთი საწვავის ექსპორტიორიდან იმპორტიორი ხდება
რადიო თავისუფლება

ოქტომბრის განმავლობაში რუსეთმა ზღვის გავლით განახორციელა ბენზინის სარეკორდო მოცულობის იმპორტი, რადგან მის ტერიტორიაზე უკრაინის დრონების დარტყმებმა მძიმე ზიანი მიაყენა ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს და შედეგად მოიტანა წარმოების მასშტაბის შემცირება - იუწყება გამოცემა Financial Times, ანალიტიკური ცენტრის, Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

"რუსეთი თანდათან ცვლის პოზიციას ნავთობის პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე: საწვავის ექსპორტის მსხვილი ცენტრიდან ის გადაიქცევა იმპორტის უფრო და უფრო მნიშვნელოვან ბაზრად. ეს საგულისხმო ცვლილებაა" - ამბობს Kpler-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსი.

ამასთან, აღინიშნება, რომ ბენზინის იმპორტი რუსეთისთვის აღარ წარმოადგენს მხოლოდ დროებით ზომას და ის ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გრძელვადიანი შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობაში წყვეტა გრძელდება.

იუწყებიან, რომ რუსეთს საწვავი საზღვაო გზით შეაქვს მაროკოდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან და ეგვიპტიდან და ოქტომბერში ამ გზით განხორციელებული იმპორტი გაუტოლდა 390000 ტონას. რუსეთმა საწვავის სარეკორდო მოცულობა შეიძინა ბელარუსისგან, საწვავის იმპორტი განახორციელა ყაზახეთიდანაც.

უკრაინა გაზაფხულიდან აწარმოებს შეტევებს რუსეთის ნავთობის სექტორზე - გადამამუშავებელ საწარმოებსა და ტერმინალებზე. ზაფხულში ამას მოჰყვა საწვავის დეფიციტი და მასობრივი რიგები ბენზინით გასამართავ სადგურებზე, მთელი რუსეთის მასშტაბით.

სააგენტო Reuters-ი ანონიმურად დატოვებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის უკრაინის დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის საწარმოებში ნედლი ნავთობის გადამუშავების ჯამური მოცულობა შემცირდა 45 პროცენტით.

სააგენტოს წყაროებმა უთხრეს, რომ დარტყმების შედეგად მუშაობა დაირღვა 15 საწარმოში რუსეთის 35 უმსხვილესი ასეთი ობიექტიდან.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Financial Times: ტრამპის მიერ სანქციების შემსუბუქების შემდეგ რუსეთის დიზელის ექსპორტი გაორმაგდა, თუმცა საწვავი აშშ-ში არ ჩასულაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები