Reuters – ბოლოდროინდელმა უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია
Reuters-ის ცნობით, უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 30%-ით შემცირება და 35-დან 9 უდიდეს ქარხანაში მუშაობის შეჩერება ან ავარიები გამოიწვია.

ბოლო დროის უკრაინულმა დარტყმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, უკრაინის მიერ ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმების განახლებამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 30%-ით დაცემა გამოიწვია.
წყაროების თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინულმა დარტყმებმა მუშაობის შეაჩერება ან ავარიები გამოიწვია რუსეთის 35-დან 9 უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ოქტომბრის ბოლოდან თავდასხმის ქვეშ აღმოჩენილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მათ შორის ცენტრალურ რუსეთში სამი დაზიანებული დიდი ქარხნის, ერთიანი ნომინალური სიმძლავრე დღეში 300 000 ტონას ან 2.2 მილიონ ბარელს შეადგენს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ რუსეთში ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთობლივი სიმძლავრე დღეში დაახლოებით 930 ათას ტონას შეადგენს, თუმცა, ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით, ეს ციფრი 700 000 ტონამდე შემცირდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…