პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან

უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ საქართველოსთან გამარჯვების მიუხედავად უკრაინის თამაში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გოლის ეპიზოდში ზურაბ დავითაშვილის შეცდომასთან ერთად გიორგი მამარდაშვილის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
სპორტალი

უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჟეფ საბო, ერთა ლიგაზე თანამემამულეთა მიერ საქართველოს ნაკრების დამარცხების (1:0) მიუხედავად, თამაშით უკმაყოფილო დარჩა. ამის შესახებ მან Sport-express.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- ნერვიულობა მაინც მოგვიწია. ჩემი აზრით, ინიციატივას ქართველები ფლობდნენ. ჩვენმა ბიჭებმა ძალიან სწრაფი გოლი გაიტანეს და სულ ეს იყო. მაქსიმუმ მე-15 წუთამდე მეტ-ნაკლებად თამაშობდნენ, შემდეგ თითქოს სანგრებში იყვნენ, უფრო თავს იცავდნენ.

ჩვენს გუნდზე ვერაფერ კარგს ვერ ვიტყვი, სამწუხაროდ. რაღაც სულელური გადაცემები და მორჩა... საქართველოს ნაკრებს მოედანზე კარგი თავდამსხმელი რომ ჰყოლოდა, ვერ გავიმარჯვებდით.

- საჭიროა ქართველთა ნახევარმცველ დავითაშვილს მადლობა გადავუხადოთ, რომელმაც უკან უკიდურესად არაზუსტი გადაცემით თავად შექმნა საკუთარ კარში გოლი?

- დიახ, სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ. თუმცა, მე კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან. ნუთუ ასე ძლიერად დაურტყა სიკანმა? თითქოს არა, თანაც ახლოდან არ დაარტყა. ის ხომ „ლივერპულის“ მეკარეა? მგონია, დავითაშვილიც დამნაშავეა და მამარდაშვილიც. ორივე.

- უკრაინელი მოთამაშეებიდან ვის გამოარჩევდით ამ მატჩში? ვინ იყო საუკეთესო მოედანზე?

- ზაბარნი. მას გამოვყოფდი. ჩანდა, რომ აქტიური იყო და ბევრს მოძრაობდა, თავის საქმეს დაცვაშიც აკეთებდა და შეტევაში ჩართვასაც ცდილობდა. ასევე, აღვნიშნავდი ჩვენს მეკარეს. რიზნიკთან პრეტენზია არ მაქვს, მან კარგად ითამაშა და რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი.

- შევჩენკომ მალდერას ნდობა გამოუცხადა... რატომ? არ მესმის... უკრაინამ B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ამ ციკლში გუნდის შედეგებს წარმატებულს ნამდვილად ვერ უწოდებ. როგორ შეაფასებდით მალდერას მუშაობას?

- ორიანით! სხვანაირად როგორ უნდა შევაფასო. არ მესმის: ჩვენ რა, მასზე უკეთესი მწვრთნელი არ გვყავს? ვინმე ჩვენებური და არა იტალიელი? მალდერა არაფერ ღირებულს არ მიაღწევს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: ამ მალდერასთან ერთად არანაირი სერიოზული მიღწევა არ იქნება, თავად ნახავ.

აი, მაგალითად, მარკევიჩი გვყავს. რატომ არ ჩააბარეს მას ნაკრები? არ ვიცი... თუმცა, შესაძლოა, მას თავად არ სურდა ეს, რადგან ხედავს გუნდის ამჟამინდელ დონეს და კარგად ესმის, რომ ფეხბურთელთა ამ შემადგენლობით რამე მნიშვნელოვანის მიღწევა რთულია. რაღად უნდოდა ამ ასაკში ნერვიულობა და თავის შერცხვენა? მაგრამ მარკევიჩი ხომ ამ იტალიელზე ასჯერ უკეთესი იქნებოდა.

გარდა ამისა, არიან კალიტვინცევი და მაქსიმოვი, ახალგაზრდა, თუმცა უკვე საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელები. თანაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხომ ჩვენიანები არიან! შევჩენკომ კი მალდერას დაუჭირა მხარი... რატომ? ვერ ვხვდები...

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები