საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ განაცხადა, რომ უკრაინელ ფეხბურთელებს ოსტატობა აკლიათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ გუნდი საქართველოს ნაკრებს დაამარცხებს.

უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჟეფ საბო თანამემამულეთა თამაშით უკმაყოფილო, მაგრამ საქართველოს ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია.
„ჩრდილოეთ ირლანდიამ პრაქტიკულად ყველა სტატისტიკურ მაჩვენებლებში მოგვიგო და სათამაშო დისციპლინაც უკეთესი ჰქონდა. ბურთს ვფლობდით, რაც, შესაძლოა, იმის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თანაბარი თამაში იყო. თუმცა, მე ჩემი ფეხბურთელების არ მესმის. ნუთუ არ შეიძლება უფრო აგრესიული იყო? როგორც ჩანს, ასეთია ახლა ჩვენი დონე.
ხაფანგში გავებით. თავიდან ისე დავინახე, რომ მასპინძლებმა განზრახ დაიხიეს უკან. იცოდნენ რა, რომ ჩენი გუნდი ზეწოლას განახორციელებდა, ფრთხილად მოქმედებდნენ. თანდათან ჩვენი სუსტი წერტილების აღმოჩენის შემდეგ, ჩვენს ნახევარზე უფრო აქტიურად დაიწყეს მოქმედება. მაინც ვერ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ძლიერი გუნდია. უბრალოდ მათი ბრძოლის სურვილი გაცილებით მაღალი იყო.
ბურთის დამორჩილება და უფრო ხშირად ერთი შეხებით თამაში ვერ მოვახერხეთ, ფლანგებიდანაც ცოტა ჩაწოდება თუ გადაცემა კეთდებოდა. მათთან ბრძოლა უსარგებლოა. უკრაინის ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ელემენტარულად ოსტატობა არ ჰყოფნის. როგორ შეიძლება ბურთი მიღებისას ხუთ მეტრზე გადაგივარდეს.
მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ყველა პრობლემისა, ბოლო მატჩში უკრაინა საქართველოს მოუგებს და ჯგუფში მესამე ადგილზე ქვევით არ დაეშვება“, - განუცხადა საბომ Meta.ua.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…