კახა კალაძე ვეტინგის შესახებ: “გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია”
კახა კალაძის განცხადებით, გარედან მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაა. მან ასევე გერმანიის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეული პირები გარედან იმართებიან და „დანომრილი აგენტები“ არიან.

“უსიტყვო მორჩილებას მოაქვს ეს რეალური შედეგი. ჩვენთან დაკავშირებითაც ნახეთ, რეზოლუციაში რა წერია და რა მოთხოვნებია – რომ მოსამართლეები, თურმე, გარედან უნდა დაგვინიშნონ. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პირდაპირი ხელყოფაა”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან და ამით შეაფასა მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრების კანდიდატების ე.წ. ვეტინგის პრინციპით შემოწმების შესახებ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.
„კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია ის, რომ გარედან ხდებოდეს მთავრობებისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა.
ჩვენ გვინდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რასაც ჩვენი პოლიტიკითა და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით ვაკეთებთ. მაგრამ ვიღაცამ გარედან დავალებები გვაძლიოს, თითის ქნევით გველაპარაკოს, მოსამართლეები გვინიშნოს, ხვალ მთავრობას დაგვინიშნავს – ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა შეხვედრაზე, რომლის შინაარსიც ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
„ეს ადამიანები იმართებიან გარედან და გარე ძალების დავალებებს ასრულებენ. ისინი არ მიეკუთვნებიან ქართველ ხალხს, ისინი არ ატარებენ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
ჩვეულებრივი დანომრილი აგენტები არიან, წარმოადგენენ აგენტურას და რა დავალებებსაც მისცემენ, იმ დავალებებს, გინდ მესიჯის სახით გაავრცელებენ და, თუ ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯია გადასადგმელი, რა თქმა უნდა, ამასაც თავდახრილები გააკეთებენ“, – განაცხადა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკახა კალაძე ვეტინგზე: გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია
კახა კალაძე ვეტინგზე: გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია
კახა კალაძე – გარედან ქვეყნის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა უსიტყვო მორჩილების შედეგია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…