პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი

თიბისი კაპიტალიშინაგან საქმეთა სამინისტროსაქსტატი

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაცია თითქმის გაორმაგდა და 10,323 ერთეულს მიაღწია, ბაზარზე კი 44%-იანი წილით Tesla ლიდერობს.

Tesla, Nissan, BYD... - საქართველოში ელექტრომობილების რეგისტრაცია გაორმაგდა | ბრენდების რეიტინგი
BM.GE

თიბისი კაპიტალის უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში ქვეყანაში ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაციები თითქმის გაორმაგდა.

კერძოდ, საინვესტიციო ბანკის მონაცემებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, 2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკს 10,323 ერთეული მსუბუქი ელექტრომობილი შეემატა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 5,255 ერთეულს შეადგენდა (წლიური ზრდა თითქმის 100%-ია); ამასთან, 2021 წელს კი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 315 ელექტრომობილი დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1%-ს მიაღწია, რაც 2025 წლის 9 თვეში 4.8% იყო, ხოლო 2019 წელს - სულ რაღაც 1.2%.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ელექტრო ავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენს:

აშშ - 49%

იაპონია - 21%

გერმანია - 13%

ჩინეთი - 11%

სხვა ქვეყნები - 6%

ელექტრომობილების სეგმენტში უდავო ლიდერია Tesla, რომელზეც ელექტროპარკის 44% მოდის.

ელექტრომობილების ყველაზე პოპულარული ბრენდები, ბაზრის წილის მიხედვით:

Tesla - 44%

Nissan - 18%

BYD - 5%

Volkswagen - 5%

BMW - 5%

Chevrolet - 3%

Hyundai - 2%

Ford - 2%

Porsche - 1%

სხვა ბრენდები - 15%

აღსანიშნავია, რომ Tesla არა მხოლოდ ელექტრომობილებში ლიდერობს, არამედ, 2026 წლის 9 თვეში ბრენდმა საქართველოს პირველადი რეგისტრაციების საერთო ტოპ-ათეულში, ყველა ტიპის ძრავის ჩათვლით, პირველად შეაღწია: 5.9 ათასი რეგისტრირებული ერთეულით მან მე-8 ადგილი დაიკავა და ისეთ ტრადიციულ ბრენდებს გადაუსწრო, როგორებიცაა Honda (4.9 ათასი) და Volkswagen (4.7 ათასი).

საწვავის ტიპების მიხედვით, ბაზარზე ბენზინის ძრავების წილი 55%-მდე შემცირდა, ხოლო ჰიბრიდებისა (27%) და ელექტრომობილების (9%) ერთობლივი წილი უკვე 36%-ს აღწევს.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მომხმარებელთა პრეფერენციების ელექტროტრანსპორტის სასარგებლოდ შეცვლა საწვავის ფასების დინამიკასთან პირდაპირ კავშირშია.

"საქსტატის" მონაცემებით (სადაც საბაზისო პერიოდად 2018 წლის დეკემბერია აღებული), დიზელის საწვავის ფასის ინდექსმა 2026 წლის სექტემბერში 183.5-ს მიაღწია, ბენზინის ფასის ინდექსი კი 161.8-მდე გაიზარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურისაქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები
  2. BM.GEოპოზიციურისაქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები