პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები

თიბისი კაპიტალიშინაგან საქმეთა სამინისტრო

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი 6.9 წლამდე შემცირდა, ხოლო ელექტრომობილების რაოდენობა წლიურად თითქმის გაორმაგდა.

საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ასაკი - გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები
BM.GE

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ავტოპარკის მოცულობამ 2 106 000 ავტომობილი შეადგინა - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ავტოინდუსტრიის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

კვლევის თანახმად, გარდა ავტოპარკის მოცულობის ზრდისა, მკვეთრად იცვლება ბაზრის სტრუქტურაც - რეგისტრირებული ავტომობილების ასაკი მცირდება, ხოლო ელექტრომობილებზე მოთხოვნა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

კერძოდ, 2026 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2 106 000 ერთეული შეადგინა. მთლიანი ავტოპარკის უდიდეს წილს კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს (82.6%), მეორე ადგილზეა სატვირთო ავტომობილები (6.2%), ხოლო სასოფლო-სამეურნეო და სპეცტექნიკის წილი 4%-ია.

მიმდინარე წლის 9 თვეში პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა წლიურად 1.8%-ით გაიზარდა და 129.6 ათასი შეადგინა (2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 127.3 ათასი იყო).

განსაკუთრებით თვალშისაცემია ავტოპარკის გაახალგაზრდავების ტენდენცია:

პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების საშუალო ასაკი 6.9 წლამდე შემცირდა (2025 წელს ეს მაჩვენებელი 7.3 წელი იყო, ხოლო 2021 წელს - 10.6 წელი).

0-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების წილმა რეგისტრაციებში 38%-ს მიაღწია (2025 წელს – 28%).

6-დან 10 წლამდე ასაკობრივი კატეგორია 44%-ს შეადგენს (2025 წელს - 56%), ხოლო 11 წლისა და მეტი ხნის ავტომობილების წილი 16-დან 18%-მდეა გაზრდილი.

ელექტრომობილების ბუმი

2026 წლის 9 თვეში საქართველოში ელექტრომობილების ბაზარზე ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა:

მსუბუქი ავტომობილების პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილმა 9.1% შეადგინა (გასული წლის 4.8%-ის შემდეგ). ჯამში ბაზარს 10,323 ელექტრომობილი შეემატა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (5,255 ერთეული).

პირველად რეგისტრაციებში საწვავის ტიპების მიხედვით ბენზინის წილი 55%-მდე შემცირდა, ჰიბრიდული ავტომობილების წილმა 27% შეადგინა, ელექტრომობილებმა - 9%, ხოლო დიზელმა - 7%.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ელექტრომობილების პოპულარობის მკვეთრ ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბენზინსა და დიზელზე ფასების მატებამაც შეუწყო ხელი.

თიბისი კაპიტალის თანახმად, საქართველოს მსუბუქი ელექტრო ავტოპარკის 70%-ს ამერიკული და იაპონური ბრენდები შეადგენს.

ბრენდებს შორის აბსოლუტური ლიდერია Tesla (44%), რომელსაც მოსდევს Nissan (18%), ხოლო მესამე-მეხუთე პოზიციებს 5-5%-იანი წილით BYD, Volkswagen და BMW ინაწილებენ.

ლიდერი ბრენდები ავტობაზარზე

მთლიან ავტოპარკში, ისევე როგორც ახალ რეგისტრაციებში, უკონკურენტო ლიდერობას კვლავინდებურად Toyota ინარჩუნებს, თუმცა წელს პირველად, ახალი რეგისტრაციების მოწინავე ბრენდებს შორის Tesla-ც მოხვდა.

TOP-5 ბრენდი საქართველოს მთლიან ავტოპარკში:

Toyota - 233.3 ათასი ერთეული

Mercedes-Benz - 198.3 ათასი

Ford - 147.8 ათასი

Opel - 145.3 ათასი

BMW - 98.1 ათასი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურისაქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა და გაახალგაზრდავდა | TBC Capital-ის მიგნებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები