პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – ვაგონების შეკეთების საქმეზე გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო

თბილისის მერია

კახა კალაძის განცხადებით, მეტროს ვაგონების შესაკეთებლად გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე გამოძიება მერიის სამსახურების მოკვლევის შემდეგ დაიწყო და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

კახა კალაძე – ვაგონების შეკეთების საქმეზე გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
პირველი არხი

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მეტროს ვაგონების სარემონტოდ გამოყოფილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე მოკვლევა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

როგორც მერმა შესაბამისი შეკითხვის საპახუსოდ განაცხადა, ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„ალბათ გაქვთ ინფორმაცია, რომ საკითხი ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი შესაბამის უწყებაში, რომ დაწყებულიყო გამოძიება. საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას. დაუსჯელი არავინ დარჩება, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ყველა, რა თქმა უნდა, აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის მხრიდან შესყიდვისა და ტენდერის ყველა პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი კი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი არ არის.

„გიორგი შარკოვი არ არის გამომძიებელი ან საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ პროცედურას, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო ყველაფერი განხორციელებული და ტენდერი გამოცხადებული. ეს ცოტა სპეციფიკური და განსხვავებული საქმიანობაა. არსებული მეტროს ვაგონები რუსული წარმოშობისაა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. შესაბამისად, იმ დეტალების მოძიება და შეძენა, რომლებიც რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ბაზარზე შეიძლებოდა. ამიტომ, თუ ვიღაც საქართველოს გარეთ საბუთებს აყალბებდა, მერიის თანამშრომელს როგორ ექნებოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? მიუხედავად ამისა, გამოძიება დაწყებულია ჩვენს მიერ გადაგზავნილ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებამ მის შედეგებს უნდა დაელოდოს.

„მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის პასუხისმგებლობა, რაც აკისრია მერიას, მაგალითად, სწორად გამოაცხადოს ტენდერი, სწორი იყოს სატენდერო პროცედურები, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი არის გაკეთებული კანონის შესაბამისად“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
  2. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე ვაგონების შეკეთების საქმეზე: გამოძიება ჩვენივე შესაბამისი სამსახურების მოკვლევის საფუძველზე დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები