საკონსტიტუციო სასამართლო, ასეა თუ ისე, არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო - ნიკა გვარამია
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სასამართლო ორგანო „ასეა თუ ისე, ლეგიტიმურია“, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. კითხვებს მოპასუხე მხარეს მოსარჩელეები უსვამენ.
"ქართული ოცნების" შეკითხვები ხუთივე პარტიას მიემართება. მოსარჩელე სხვადასხვა თემით ინტერესდება, მათ შორის რომელ კონსტიტუციურ ორგანოებს აღიარებენ ოპოზიციონერები და ადასტურებენ თუ არა ხელისუფლების დასანქცირების მოთხოვნას.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, თორნიკე ჭეიშვილმა მოპასუხე მხარეს ჰკითხა, მიიჩნევენ თუ არა ისინი, რომ საქართველოს ჰყავს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით არჩეული პრეზიდენტი, ასევე კონსტიტუციური პროცედურებით ფორმირებული მთავრობა, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმურად მიიჩნევს.
იქამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა გვარამიას შეახსენა, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოადგენენ მოსამართლეები, რომელიც, გვარამიას შეფასებით, ქვეყნის "არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა" დანიშნა.
"კი, ეს პრეზიდენტი, ჩვენთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის, მაგრამ მის მიერ დანიშნული მოსამართლის შემადგენლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ვაღიარებ თუ არა და მის წინაშე გამოვალ თუ არა, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა გვარამიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას კითხვა დაუზუსტა და კონკრეტული პასუხის გაცემა სთხოვა.
"თქვენ რომ აფასებთ, რომ არალეგიტიმურია მიხეილ ყაველაშვილი, თქვენი შეფასებით "არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა", "არალეგიტიმური გადაწყვეტილება" მიიღო და ორი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში "არალეგიტიმურად" წარმოადგინა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახლა ორი "არალეგიტიმური მოსამართლე" ჰყავს?", - იკითხა არჩილ გორდულაძემ.
გვარამიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, "ასეა თუ ისე, არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო".
"მარტივად გავეცი პასუხი სასამართლოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით: აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო (ჩემი შეფასება მაქვს შინაარსთან დაკავშირებით), ასეა თუ ისე, არის ლეგიტიმური სასამართლო ორგანო", - განაცხადა გვარამიამ.
სხდომა სასამართლოში უკვე სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. ეს საქმის არსებითი განხილვის რიგით მე-15-ე პროცესია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიანიკა გვარამია - პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! კი, ეს პრეზიდენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ყაველაშვილის მიერ შეწყალებული ხალხი უკან, ციხეში უნდა შებრუნდეს
ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არარელევანტურია პარტიების გაუქმებასთან – გვარამია
“მე არ მიმაჩნია, რომ ყაველაშვილმა ხალხი არალეგიტიმურად შეიწყალეს და უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში”– ნიკა გვარამია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…