პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.

ეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო
იმედინიუსი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, ბუქარესტში, რუმინეთის პარლამენტის სასახლეში გამართულ „ევროპის ფორუმს“ (Europa Forum) დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკა სეფაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპაციის საკითხზე და ევროპელი ბიუროკრატების ორმაგი სტანდარტები გააკრიტიკა.

სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება, რაც ქვეყნის მიმართ მცდარი აღქმების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გამოსვლის დასასრულს, ეკა სეფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ დემოკრატიული ღირებულებების სათანადოდ დაცვას, ხოლო ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ობიექტურ მიდგომას დაუბრუნდება

„რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ორგანიზებით გამართული საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ხედვა, იდენტობა, განათლება“, 13-დან 15 ნოემბრის ჩათვლით იმართება და მასში 55-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი უცხოელი სტუმარი და 180-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპისა და შეერთებული შტატების კონსერვატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოეკა სეფაშვილი ბუქარესტში გამართულ „ევროპის ფორუმს“ დაესწრო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკა სეფაშვილი – საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება, ამას უზრუნველყოფს ხალხი და ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმატებით იცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები