პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკა სეფაშვილი – საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება, ამას უზრუნველყოფს ხალხი და ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმატებით იცავს

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

ეკა სეფაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ ქვეყანაზე ზეწოლა გრძელდება, ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზებას ცდილობს.

ეკა სეფაშვილი – საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება, ამას უზრუნველყოფს ხალხი და ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმატებით იცავს
პირველი არხი

მსურს, გამოვეხმაურო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ომში ჩართვის საფრთხე, ქვეყნის შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ დღის წესრიგშია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ გაკეთებული უსამართლო და აბსურდული განცხადებები და მიდგომები ზიანს აყენებს ევროკომისიის რეპუტაციას და საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესსაც.

„მსურს, გამოვეხმაურო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ომში ჩართვის საფრთხე, ქვეყნის შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ დღის წესრიგშია. ასევე აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება და თანდათან ევროკავშირისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა დაკავშირებადობის მიმართულებით მისივე ეკონომიკური თუ პოლიტიკური კეთილდღეობისთვის. თუმცა, ჩვენ დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება კვლავ გრძელდება. ამ ანგარიშში ჩვენ ვხედავთ მოთხოვნებს, რომლებსაც თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ეს თანამედროვე ბიუროკრატია ცდილობს, საქართველო მხოლოდ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს მიზნები კი, ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა. როგორც ჩანს, ამ მიზნების განხორციელებაში მათ ყველაზე მეტად ხელს უშლის ის კანონები, რომლებიც ასე წარმატებით იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, უსამართლო და აბსურდული განცხადებები და მიდგომები ზიანს აყენებს ევროკომისიის რეპუტაციას და საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესსაც.

„ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარეს ბრალს სდებს, თითქოს ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება და დიალოგის დასაწყებად საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას – ეს არის სრული აბსურდი. ეს ევროკავშირის მხრიდან ძალიან მარტივი მანიპულაციაა, იმიტომ, რომ დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება. დიალოგის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და თუნდაც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებისა და კანონების მუხლობრივად განხილვა. მაგრამ სწორედ ამის მოსმენა და გაკეთება არ სურს ევროკავშირს, რადგან ამ საკითხებში საქართველო პირნათელია და ამ კანონების განხორციელების პროცესში არსად ირღვევა ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის სიმართლე. დასკვნის სახით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება და მისი ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც გონიერება ჰყოფნის და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე იქნება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოეკა სეფაშვილი: “საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზება – სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსურს, გამოვეხმაურო ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც თვალნათლივ ცხადყოფს, რომ საქართველოზე ზეწოლა გრძელდება. ომში ჩართვის საფრთხე, ქვეყნის შიდა სტაბილურობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ დღის წესრიგშია. ასევე აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა იზრდება და თანდათან ევროკავშირისთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა დაკავშირებადობის მიმართულებით მისივე ეკონომიკური თუ პოლიტიკური კეთილდღეობისთვის. თუმცა, ჩვენ დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება კვლავ გრძელდება. ამ ანგარიშში ჩვენ ვხედავთ მოთხოვნებს, რომლებსაც თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ეს თანამედროვე ბიუროკრატია ცდილობს, საქართველო მხოლოდ თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს მიზნები კი, ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ემთხვევა. როგორც ჩანს, ამ მიზნების განხორციელებაში მათ ყველაზე მეტად ხელს უშლის ის კანონები, რომლებიც ასე წარმატებით იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას“
ეკა სეფაშვილი
„ჩვენ დღეს ვისმენთ, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარეს ბრალს სდებს, თითქოს ჩვენ არ გვსურს დიალოგის დაწყება და დიალოგის დასაწყებად საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას – ეს არის სრული აბსურდი. ეს ევროკავშირის მხრიდან ძალიან მარტივი მანიპულაციაა, იმიტომ, რომ დიალოგის დაწყებას არავითარი ნაბიჯები არ სჭირდება. დიალოგის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და თუნდაც ევროკავშირისთვის პრობლემური საკითხებისა და კანონების მუხლობრივად განხილვა. მაგრამ სწორედ ამის მოსმენა და გაკეთება არ სურს ევროკავშირს, რადგან ამ საკითხებში საქართველო პირნათელია და ამ კანონების განხორციელების პროცესში არსად ირღვევა ადამიანის უფლებები, ძირითადი თავისუფლებები და არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის სიმართლე. დასკვნის სახით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება და მისი ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც გონიერება ჰყოფნის და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასევე იქნება“
ეკა სეფაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკავშირი ბრალს დებს საქართველოს, რომ არ გვსურს დიალოგის დაწყება, ეს მარტივი მანიპულაციაა, დიალოგის დაწყებას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, მრგვალ მაგიდასთან დასხდომა და ევროკავშირისათვის პრობლემური კანონების მუხლობრივად განხილვა - ეკა სეფაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები