პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელი სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს, ხოლო ვეტინგის პირობებში სახელმწიფოს სუვერენიტეტი უუქმდება.

დავით მათიკაშვილი – არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს
პირველი არხი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს.

მათიკაშვილის თქმით, ე.წ. ვეტინგის პირობებში სახელმწიფოს უუქმდება სუვერენიტეტი.

„ბრიუსელის ბიუროკრატიას თუ სურს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი განახორციელოს და პირდაპირი მნიშვნელობით საბჭოთა კავშირს დაამსგავსოს, ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ. ვეტინგის პირობებში სახელმწიფოს უუქმდება სუვერენიტეტი. განსაკუთრებით, ახალ წევრებს, რომლებიც ახლა კანდიდატები არიან. მათი ხელისუფლებების ნაცვლად, გადაწყვეტილებებს ბრიუსელში მიიღებენ ის ბიუროკრატები, რომლებიც მოკალათებული არიან სავარძლებში. მონტენეგროში საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებენ და ხელისუფლება ვეტინგს უნდა დაექვემდებაროს. ეს გარედან იქნება ნაკარნახევი და ვისი ხელიდან, კაცმა არ იცის. დემოკრატიის პრინციპის მიღმა ე.წ. ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ, კონკრეტული მოსამართლე კეთილსინდისიერი თუ – არა. ეს არის აბსურდი. ევროკავშირს საბჭოთა კავშირს შემთხვევით არ ვადარებთ. ეს ის ღერძია, რომლითაც საბჭოთა კავშირმა დაქვემდებარებული რესპუბლიკების მართვა გადაწყვიტა და ამას ახორციელებდა. არ მგონია, ღირსეულმა და თავმოყვარე სახელმწიფომ ტაშით მიიღოს სუვერენიტეტში ჩარევა, რასაც ბრიუსელი ცდილობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდავით მათიკაშვილი - ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ნუ ერიდებათ, გამოვიდნენ და ხმამაღლა განაცხადონ, რომ სახელმწიფოებს უუქმდებათ სუვერენიტეტი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი „ვეტინგზე“: ამ ანტიკონსტიტუციურობაზე დათანხმება ნებისმიერი პოლიტიკური თუ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, მცდელობას, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაინგრეს უცხოელი აქტორების ხელითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები