ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ოცნებაში" პარანოია სუფევს - სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ უპასუხა შალვა პაპუაშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებაში" პარანოია სუფევს და სექტის ნიშნები იკვეთება. ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ვიზიტები საზღვარგარეთ და განაცხადა, რომ მათ პარტნიორებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან რეპრესიები გრძელდება.

"ოცნებაში" პარანოია სუფევს - სალომე ზურაბიშვილი
"ოცნებაში" პარანოია სუფევს - სალომე ზურაბიშვილიTV პირველი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სექტანტების ყველა ნიშანი "ქართული ოცნების" ლიდერერების ქმედებაში ჩანს.

მისი თქმით "ოცნებაში" პარანოია სუფევს.

"ამათ გვეძახონ სექტანტები, ჩვენ ვართ საქართველოს ხვალინდელი დღე" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი

მივესალმები "სექტანტებს", სასაცილო არვიცი რამდენად არის ეს, იმიტომ, რომ ყველა ნიშნები იმისი, რასაც სექტა წარმოადგენს, არის რეალურად, "ქართულ ოცნებაში", სადაც სუფევს დღეს უკვე პარანოიაა, ერთმანეთის მიმართაც უნდობლობაა და ეს რაღაცა ჩაკეტილობა, რაც არის სექტანტების ნიშანი, მაგრამ ამ თემას არ გავაგრძელებ"- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ვიზიტები შეაფასა და თქვა, რომ "ოცნებას" პაერტნიორებისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

კობახიძე არის გაეროში და ნაურუს [პრეზიდენტს დევიდ ადეანგს] ხვდება თუ არ ვცდები, პაპუაშვილი არის ლუქსემბურგში და არვიცი ვის ხვდება და მთავარი ის არის, რომ არ ვიცი რა გზავნილი აქვთ ამათ ჩვენი უცხოელი პარტნიერებისთვის.

იმ ფონზე, სადაც რეალურად არცერთ ნაბიჯს არ დგავენ იმისთვის, რომ ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიმართ ან ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ რამე ისეთი გზავნილი იყოს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, რაღაცას გამოვასწორებთ, ახალ ნაბიჯებს გადავდაგვთ ეს არსად არ ჩანს და პირიქით, მიმდინარეობს რეპრესია-რეპრესიაზე და კიდევ უფრო მკაცრი, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ახალი პარტიების ამ სიაში შეყვანის და ა.შ. ამიტომ მე მგონი, რომ სათქმელი მათ არაფერი არა აქვთ. თუ აქვთ მოვისმინოთ რას იტყვიან"- დასძინა მან.

რამდენიმე საათით ადრე, შალვა პაპუაშვილმა პროტესტის მონაწილეებს "აგრესიული თემი და ფსევდორელიგიური ფუნდამენტალისტური სექტა" უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვრცელ პოსტში ირწმუნებოდა, რომ “ამ ფსევდორელიგიური სექტის დოგმატიკაში ევროკავშირი „აღთქმული მიწაა“, 78-ე მუხლი - მრწამსი, რეზოლუციები - მცნებები, უცხოელი პოლიტიკოსი კი უმაღლესი ქურუმი”.

პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამჟამად ლუქსემბურგში იმყოფება, ანალოგიური განცხადება შედმდეგ უკვე ტელეკამერების წინაც გაიმეორა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამათ გვეძახონ სექტანტები, ჩვენ ვართ საქართველოს ხვალინდელი დღე“
სალომე ზურაბიშვილი
„პაერტნიორებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. კობახიძე არის გაეროში და ნაურუს [პრეზიდენტს დევიდ ადეანგს] ხვდება თუ არ ვცდები, პაპუაშვილი არის ლუქსემბურგში და არვიცი ვის ხვდება და მთავარი ის არის, რომ არ ვიცი რა გზავნილი აქვთ ამათ ჩვენი უცხოელი პარტნიერებისთვის. იმ ფონზე, სადაც რეალურად არცერთ ნაბიჯს არ დგავენ იმისთვის, რომ ან ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიმართ ან ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ რამე ისეთი გზავნილი იყოს, რომ ჩვენ შევიცვალეთ, რაღაცას გამოვასწორებთ, ახალ ნაბიჯებს გადავდაგვთ ეს არსად არ ჩანს და პირიქით, მიმდინარეობს რეპრესია-რეპრესიაზე და კიდევ უფრო მკაცრი, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, ახალი პარტიების ამ სიაში შეყვანის და ა.შ. ამიტომ მე მგონი, რომ სათქმელი მათ არაფერი არა აქვთ. თუ აქვთ მოვისმინოთ რას იტყვიან“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.