რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ მიდიან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებასა და დაცემას უსვამს ხაზს
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის საელჩოებში სიარული და საზოგადოებასთან ვერმისვლა მათ დეგრადირებასა და ანტისახელმწიფოებრივობაზე მიუთითებს. მისი თქმით, ოპოზიცია ქართველი ხალხის ნაცვლად უცხო ძალების დავალებებსა და სანქციების იმედზეა, რის გამოც ამომრჩეველს კარგავს.

ეს ადამიანები რომ მიდიან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებასა და დაცემას უსვამს ხაზს,- განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რადიკალური ოპოზიციის წევრების შესახებ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში გავლენის მოპოვებას უცხო ქვეყნების მხარდაჭერითა და საერთაშორისო რეზოლუციების იმედით ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებასთან და ამომრჩეველთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.
„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიები და სხვები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებში დადიან იმისთვის, რომ ცეკვის გაკვეთილები მიიღონ ბატონი ჰერჩინსკისგან. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. მაგრამ, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყების წინ ეს ადამიანები რომ მიდიან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებასა და დაცემას უსვამს ხაზს და, ამავდროულად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ისინი სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი ძალები არიან და მათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან საერთო არაფერი გააჩნიათ. ეს არის ფაქტი.
ისევ ცდილობენ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ საქართველო დაასანქცირონ, რეზოლუციები მიიღონ, ამით გავლენ ფონს და ჰგონიათ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები არიან ქართულ პოლიტიკაში უზენაესი და არა ქართველი ხალხი. ეს არის მათი მიდგომა. რეალურად, აჩვენებენ იმას, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არიან უცხო ძალების მიმართ და მათგან დავალებების მიღება არის ყველაფერი, რაც მათთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მიიღონ დავალებები, კი ბატონო, მაგრამ ვერც ამ დავალებების მიღებით გავლენ ფონს ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, რაც უფრო მეტს იაქტიურებენ ასე, მით უფრო დაინახავს ჩვენი საზოგადოება მათ რეალურ სახეს.
ამ რეზოლუციების იმედად უფრო არიან და არა ჩვენი ეროვნული საარჩევნო ბიულეტენების შედეგების. სწორედ ამიტომ არის, რომ თვიდან თვემდე კარგავენ ისინი ამომრჩეველს და დღეს ფაქტობრივად ისეთი სურათი მივიღეთ, რომ პარტიაში უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის მათი რეალური სახე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიები და სხვები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებში დადიან იმისთვის, რომ ცეკვის გაკვეთილები მიიღონ ბატონი ჰერჩინსკისგან. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. მაგრამ, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყების წინ ეს ადამიანები რომ მიდიან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებასა და დაცემას უსვამს ხაზს და, ამავდროულად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ისინი სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი ძალები არიან და მათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან საერთო არაფერი გააჩნიათ. ეს არის ფაქტი. ისევ ცდილობენ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ საქართველო დაასანქცირონ, რეზოლუციები მიიღონ, ამით გავლენ ფონს და ჰგონიათ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები არიან ქართულ პოლიტიკაში უზენაესი და არა ქართველი ხალხი. ეს არის მათი მიდგომა. რეალურად, აჩვენებენ იმას, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არიან უცხო ძალების მიმართ და მათგან დავალებების მიღება არის ყველაფერი, რაც მათთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მიიღონ დავალებები, კი ბატონო, მაგრამ ვერც ამ დავალებების მიღებით გავლენ ფონს ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, რაც უფრო მეტს იაქტიურებენ ასე, მით უფრო დაინახავს ჩვენი საზოგადოება მათ რეალურ სახეს. ამ რეზოლუციების იმედად უფრო არიან და არა ჩვენი ეროვნული საარჩევნო ბიულეტენების შედეგების. სწორედ ამიტომ არის, რომ თვიდან თვემდე კარგავენ ისინი ამომრჩეველს და დღეს ფაქტობრივად ისეთი სურათი მივიღეთ, რომ პარტიაში უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის მათი რეალური სახე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.