“ვფიქრობთ ინდოეთიდან მუშის შემოყვანაზე” – ლაშა პაპაშვილი
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტის გამო, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში, ინდოეთიდან მუშახელის შემოყვანას განიხილავს.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი მწვავედ, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში დგას, ამ პრობლემის გადასაჭრელადაც უცხოეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან, მუშახელის შემოყვანას განიხილავს – ამის შესახებ პაპაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
ბიზნესმენის თქმით, ისინი ფიქრობენ იმუშაონ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე.
“ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ მსხვილ HR კომპანიებთან, ინდოეთიდან. საუბარია არა პროფესიონალების, არამედ უბრალოდ მუშის შემოყვანაზე. შრომითი ძალა გვინდა. სოფლის მეურნეობაში ძალიან რთულია საპოვნელად იმ რაოდენობის ადამიანი, რაც დაგჭირდება. ჩემს მერძეულ ფერმაში დასაქმებას ვგულისხმობ, ასევე სახნავ-სათესი თემებია, სადაც ვფიქრობ, გაგვიჭირდება” – აღნიშნავს ბიზნესმენი.
ცნობისთვის, BAG ინდექსის 2026 წლის III კვარტალის მონაცემები აჩვენებს, რომ ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…