პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“თავმოყვარე ერი ბოიკოტს გამოუცხადებდა და აღარ შეიძენდა “სანტესა” და “სოფლის ნობათის” პროდუქციას” – ზვიად ტომარაძე

ზვიად ტომარაძე ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს ინდოეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანის ინიციატივის გამო აკრიტიკებს და მოქალაქეებს „სანტესა“ და „სოფლის ნობათის“ პროდუქციის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

“თავმოყვარე ერი ბოიკოტს გამოუცხადებდა და აღარ შეიძენდა “სანტესა” და “სოფლის ნობათის” პროდუქციას” – ზვიად ტომარაძე
ალია

ორგანიზაციის “ერი და სახელმწიფო” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

ბინესმენ ლაშა პაპაშვილს განუცხადებია ინდოეთიდან სამუშაო ძალა უნდა შემოვიყვანოთო!!!

ამ ადამიანს პირადად ვიცნობ და როდესაც ადამიანს პირადად ვიცნობ, ვცდილობ ნეგატიურად არ შევეხო, მაგრამ ერის ინტერესები ჩემთვის უპირველესია!

ბ-ნმა ლაშამ, საქართველო რომ დემოგრაფიულ კრიზისშია ძალიან კარგად იცის, წლების წინ ერთად ვმუშაობდით “დემოგრაფიულ საზოგადოებაში”. ისიც იცის თუ რას გამოიწვევს ისედაც ქართველებისგან დაცლილ ქვეყანაში ინდოელების, ან ნებისმიერი სხვა ერის შემოყვანა. მაშინ რა სახელი ჰქვია ამას?

ქართველი სწორედ ლუკმა-პურის საშოვნელად მიდის უცხო ქვეყანაში და აქ სამსახურს სთავაზობენ და თაკილობს? იქნებ პრობლემა სწორედ ის მიზერული ანაზღაურებაა, რაც მას არ უღირს, ინდოელი კი თანხმდება?

ერზე მოფიქრალი ბიზნესმენი, უცხო ძალას კი არ შემოიყვანდა, პირიქით აქეთ თუ ვერ დააბრუნებდა ემიგრაციაში წასულ ქართველებს, იმას მაინც ეცდებოდა სხვა აღარ გაქცეულიყო, მაგრამ სადღა არიან სარაჯიშვილის მსგავსი ბიზნესმენები, დახლად აქციეს ქვეყანა…

თავმოყვარე ერი, ჯერ სკინტლიანი რძის გამო, ახლა კი ამ განცხადების გამო ბოიკოტს გამოუცხადებდა და აღარ შეიძენდა სანტესა და სოფლის ნობათის პროდუქციას… აშშ-ში ამის უამრავი მაგალითი არსებობს, სადაც ხალხმა სხვადასხვა მიზეზის გამო კომპანიების: Bud Light , California Grapes, Nestle, Target, StarKist, პროდუქცია აღარ შეიძინა…

ბ-ნმა ლაშამ, ისიც კარგად იცის, რომ, საუდის არაბეთისგან და ემირატებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა აქვს და შემოსული უცხოტომელები აქ მარტივად ფუძნდებიან, შესაბამისად მისი განცხადება ანტიეროვნულია და დაგმობას იმსახურებს, მისი კომპანიები კი – ბოიკოტს!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ეგ რომ ვინმე ნაცს, ან ენჯეოშნიკს ეკადრა, ხომ მისცხებდნენ ნაირ-ნაირ სტატუსებს?” – ზვიად ტომარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები