პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების გეგმებს ამუშავებს - CNN​

CNN-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ „ბინძური ბომბის“ აფეთქების ან ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმებს ამუშავებს. თეთრი სახლის ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყნის ტერიტორიაზე საფრთხის არსებობა არ დასტურდება.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების გეგმებს ამუშავებს - CNN​
რუსთავი 2

აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემების თანახმად, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში თავდასხმის გეგმებს ამუშავებს. საუბარია ე.წ. ბინძური ბომბის აფეთქებაზე ან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის შვიდ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები კვლავ მსჯელობენ, შეუძლია თუ არა ირანს მსგავსი გეგმის განხორციელება და აპირებს თუ არა ამას.

წყაროების შეფასებით, ამ ეტაპზე ირანის გეგმა უფრო მეტად შესაძლო მოქმედების ვარიანტების მომზადებას ემსახურება და არა მოსალოდნელი, გარდაუვალი თავდასხმის ნიშანს. თუმცა, ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოვლენილი დაგეგმვა საკმაოდ კონკრეტულია და თავდასხმის შესაძლო ადგილებსა და სამიზნეებსაც მოიცავს. ამ ინფორმაციამ აშშ-ში უსაფრთხოების ზომებისა და საგანგებო მოქმედებების პროტოკოლის დაჩქარებული შემუშავება გამოიწვია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ლორენ ბისმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ "ყველა შესაძლო საფრთხეს აკვირდება, თუმცა ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე რაიმე საფრთხის არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს".

თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირები ამ სადაზვერვო ინფორმაციას ირანის მხრიდან ესკალაციის მზარდი და შემაშფოთებელი მზაობის ნიშანს წოდებენ. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ირანი აშშ-ის მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და მკაცრი ეკონომიკური ბლოკადის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებით, ბლოკადა ქვეყანას ანადგურებს.

წყაროების ცნობით, ეს ინფორმაცია აჩვენებს, რომ თეირანი უკვე აქტიურად ამუშავებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმების გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანმა მათი განხორციელების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

"ნამდვილად ჰყავთ თუ არა მათ ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო პერსონალი - ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოCNN: აშშ-ის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქების გეგმებს ამუშავებს
  2. იმედინიუსისამთავრობოტრამპი ირანის მიერ ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების შესახებ: თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპი აცხადებს, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება ცნობას ვაშინგტონში ირანის შესაძლო თავდასხმის შესახებ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები