პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია – პროკურატურის ტექსტში წერია, რომ ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი ბენზინი, როგორ გაიგეს, რისთვის იყო ეს ბენზინი, ვერ ჩადებენ „მოლოტოვს“, ეს დაამძიმებს „ოცნების“ პოზიციას

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურასაკონსტიტუციო სასამართლო

ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი ბენზინის ამოღების ბრალდებას ყალბსა და შეთითხნილს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ვინმე კონსტიტუციურ წყობას ამხობს და გასაუქმებელია, ეს „ქართული ოცნებაა“.

ნიკა გვარამია – პროკურატურის ტექსტში წერია, რომ ამოიღეს „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებელი ბენზინი, როგორ გაიგეს, რისთვის იყო ეს ბენზინი, ვერ ჩადებენ „მოლოტოვს“, ეს დაამძიმებს „ოცნების“ პოზიციას
პირველი არხი

თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მოლოტოვის კოქტეილზე“ აპელირება სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს კიდევ უფრო ამძიმებს.

„პროკურატურის განცხადებაში, პირდაპირ ტექსტში იკითხება, რომ ყალბი მოგონილი მტკიცებულებაა, თუ ვინმე განასხვავებს ბენზინს იმის მიხედვით მანქანაში ჩასასხმელია თუ მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი, ნუ სასაცილო ისტორიაა. პირდაპირ ტექსტში რომ წაიკითხავთ, ამოვიღეთ ბენზინი რომელიც მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებლად იყო და? როგორ გაიგეს, ქიმიური ანალიზით დგინდება რომ ეს მოლოტოვის ბენზინია, მანქანის თუ რავიცი ა.შ. ნუ მოკლედ ძალიან მარტივია, აბსოლუტურად სწორად ითქვა, ეს არის ორკესტრირებული ქმედება, რომ შეიქმნას ვითომ საფუძველი პარტიის გასაუქმებლად. ერთადერთი შეკითხვა რომელზეც გამოეკიდნენ, ახლა ეს არის მოლოტოვის კოქტეილი რომლის ჩადება უნდოდათ. პირდაპირ ვამბობ, რომ ვერ ჩადებენ ამ მოლოტოვის კოქტეილს და თუ კიდევ იქნება მცდელობები, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს „ქართული ოცნების“ პოზიციას. ნუ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგებია რაც ხდება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის გამოვიყენებ სტრასბურგის სიტყვებსვე, რომელსაც წერს ხოლმე ასეთ შემთხვევებში – ორკესტრირებული ქმედება სახელმწიფოს მხრიდან. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია ყალბის ქმნაში, დემოკრატიის განადგურებაში და ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირად. თუ ვინმე ნაბიჯს დგამს კონსტიტუციური წყობილების დასამხობად და არის გასაუქმებელი ეს არის „ქართული ოცნება““, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პროკურატურას პასუხობს და „მტკიცებულებათა გაყალბებაზე“ საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები