პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა“ – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს, მისი დანაშაულის არაღიარება კი გარედან არის წაქეზებული. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ციხეში ყოფნისას პირადი ცხოვრება აუშენეს, რადგან შვილი შეეძინა.

,,სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა“ – შალვა პაპუაშვილი
ალია

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს:

,,ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე, რომ სააკაშვილს მოუწევს თავისი 11 წლის მოხდა. გადაწყვიტოს, თავის 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს თუ არ მოინანიებს თავის დანაშულებებს. ის თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს, ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულების მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება, როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი და მაგალითი იყო. როდესაც გამოდის ევროკომისია და ამბობს, რომ თითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი და ამითი ტოვებს მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ სააკაშვილსაც გულისხმობს, როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს. სხვა შემთხვევაში, მერე უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა, ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით იყო, უნდა მოყვეს შემოპარვამდე რამდენიმე დღის ადრე ბრიუსელში რომ იყო, ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, რაზე ესაუბრებოდნენ, რა დავალებები მისცეს და რა შეუთანხმა და რა არა, ასე რომ, ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება, თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. თავის დანაშაულებებზე ბოლომდე თუ ილაპარკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართულები არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და ხელისუფლებები. რაც შეეხება ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა. შეიძლება პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება. და თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, გარედან წაქეზებული შეგულიანებაა - შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები