შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ქართველ ხალხს უპატივცემულოდ ეპყრობა და საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს, რის გამოც სათანადო მოწვევის გარეშე ქართული მხარე შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, რაც შეეხება მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“.
პაპუაშვილის თქმით, ეს ნათქვამი ნიშნავს დაბალი დონის გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატიის უმწიფრობას.
„სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, უნდა გადაახტნენ, თუ რა უნდა გააკეთონ? მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ჩადის ბრიუსელი. ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ასე რომ, ნუღა ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასე ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება
ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი, ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან - შალვა პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„სასაცილოა უბრალოდ, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ, უნდა გადაახტნენ, თუ რა უნდა გააკეთონ? მე ვერ წარმომიდგენია. ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, რასაც ჩადის ბრიუსელი. ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ასე გვეპყრობოდა ჩვენ მოსკოვი. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი აგდებული დამოკიდებულება აჩვენებს საბოლოო ჯამში, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან. ასე რომ, ნუღა ეწყინებათ ამის შემდეგ ეს შედარება. თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ასე ზემოდან ყურებით და ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ“
„გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, რაც შეეხება მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…