პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში საქართველოზე მის გარეშე მსჯელობას ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას უწოდებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს „უტიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ“ პოლიტიკაში ადანაშაულებს.

შალვა პაპუაშვილი: “მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა”
POSTV

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს წარმომადგენლობის საკითხსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას ეხმაურება.

„გვსმენია მათი განცხადებები – არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. ისმის კითხვა – მაშინ რატომ საქართველოზე საქართველოს გარეშე? ეს აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობასა და ფარისევლობას.

მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა.

ასეთ უტიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს ქალბატონი კალასი, ამიტომაც არის, რომ თავად ევროკავშირმა არც კი მიუშვა ის რუსეთთან მოლაპარაკებებში. იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ეხება ევროპის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას, მონაწილეობას არ მიაღებინებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. აი, ამას მიაღწია კაია კალასმა.

სადაც აქ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასე პირდაპირ შეზღუდეს მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში, გასაგებია, ჩვენთან როგორ იქცევა და როგორი ქედმაღლობა და კონფრონტაციულობაა“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მინისტერიალზე მოწვევის გაგზავნა ელჩისა და აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მოწვევა არ არის, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მოწვევა არც მიგვიღია
  2. რუსთავი 2სამთავრობო"მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე, საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა" - შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - ქალბატონი კალასი, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ ესტონეთიდან საბჭოთა დამოკიდებულება „წამოიღო“ - მერე სწყინს ბატონ ჰერჩინსკის, ნუ მოიქცევით, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ შეგადარებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები