პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა არის წვრილმანი შურისძიება, რაც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - ამ პწკენებით თვითონ აგებენ, ზიანდებიან, საქართველო კი ძლიერდება

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს „წვრილმან შურისძიებაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს დაზიანების კურსზეა გადართული. მანამდე ევროკომისიამ განმარტა, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარე შედარებით დაბალ დონეზეა მიწვეული, გაფართოების შეხვედრაზე კი არ მიუწვევიათ.

შალვა პაპუაშვილი - დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა არის წვრილმანი შურისძიება, რაც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - ამ პწკენებით თვითონ აგებენ, ზიანდებიან, საქართველო კი ძლიერდება
ინტერპრესნიუსი

დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის სწორედ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე“.

„რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ თვითონ აგებენ ამ წვრილმანი პწკენებით და შურისძიებებით, ბოლოს დამარცხებულები თვითონ არიან. ეკონომიკურადაც თვითონ ზიანდებიან, პოლიტიკურადაც თვითონ ზიანდებიან. საქართველო ეკონომიკურადაც წინ მიდის და პოლიტიკურადაც ძლიერდება. ჩვენ ვართ, შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, როგორც ტერიტორიულად, ასევე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებით. საქართველო არის ევროკავშირისა და მისი შემადგენელი წევრების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი და ასეთი აგდებული საუბარი კიდევ ერთხელ აჩვენებს უმწიფრობას მათი საგარეო პოლიტიკის. ასეთ დროს გვაქვს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა ბრიუსელში, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში. ჩვენ ჩვენს როლს პასუხისმგებლობით მივუდგებით დაკავშირებადობის საკითხში, უპასუხისმგებლო არის ბრიუსელი. უბრალოდ, საკუთარი მცდარი გამოცდილებიდან მაინც ხომ უნდა ისწავლონ რაღაც და ისე იმოქმედონ.

ეს არის სწორედ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე. ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ დაზიანდეს საქართველო და ქართველი ხალხი პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საელჩო პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში. პირველი ნაბიჯი, რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ეს ასე არ არის, იქნება, როცა ევროკავშირის ელჩი დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს. მე შეგახსენებთ, რომ ბოლო პრესკონფერენციაზე ის გაექცა ამ კითხვას და ისაუბრა ზოგადად, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს. ჩვენ ბავშვები არ ვართ და თუ ჰგონია, რომ საბავშვო ბაღშია ელჩად მივლენილი, ცდება და გადახედოს ჩვენს ისტორიას. მანამ, სანამ პაველ ჰერჩინსკისგან კონკრეტულად არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მიმჩქმალავი. ზოგადი ფრაზებით ესაუბროს ბრიუსელს, ქართველებს კონკრეტული პასუხები გვჭირდება,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრესსპიკერის, გიომ მერსიეს განცხადებით, მომავალ ორშაბათს დაგეგმილ მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე წყდება, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული მხარე მიწვეულია, თუმცა შედარებით დაბალ დონეზე. ხოლო გაფართოების საკითხებზე მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ არის.

ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა იქამდე ექნება შეზღუდული, ვიდრე ქვეყანა არსებული კურსის შეცვლის მტკიცე მზაობას არ გამოავლენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა წვრილმანი შურისძიებაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - შალვა პაპუაშვილი
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობას, ეს არის წვრილმანი შურისძიება, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს”
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ასეთი აგდებული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან ზემოდან ყურებით და თავისი ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ. ამის შემდეგ ნუღარ ეწყინებათ ეს შედარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები