Bloomberg-მა პუტინის განცხადებები ჩინეთში "ფანტაზიებად" შეაფასა

Bloomberg-მა პუტინის განცხადებები ჩინეთში "ფანტაზიებად" შეაფასა.
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის (რეალური ეკონომიკის) მიხედვით ევროპის უმსხვილეს ეკონომიკად გერმანია რჩება, მაშინ როცა რუსეთის ეკონომიკა ნელდება.
როსსტატის მონაცემებით, რუსეთის მშპ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 1%-ით გაიზარდა (მეორე კვარტალში ეს მაჩვენ���ბელი 1.3% იყო).
კიდევ უფრო რთული ვითარებაა ნავთობგადამამუშავებელ სექტორში: ივლის-სექტემბერში მისი მოცულობა 18%-ით დაეცა. ეს 2020 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი კვარტალური ვარდნაა.
გარდა ამისა, Financial Times-ის ცნობით, სი ძინპინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამიტის მრავალი მონაწილე დელეგატი წავიდა, ასე რომ, პუტინის გამოსვლას უკვე შესამჩნევად შეთხელებული დარბაზი უსმენდა.
პუტინი ჩინეთში დიდი დელეგაციით ჩავიდა იმ იმედით, რომ აზიურ ბიზნესს მიიზიდავდა. თუმცა, პეკინთან გაზის მიწოდებაზე "ციმბირის ძალა 2-ის" მარშრუტით, კვლავ ვერ მოხერხდა შეთანხმება. ჩინეთი ანგარიშსწორებას კვლავ რუსეთის შიდა ტარიფის შესაბამისად ითხოვს.
19 ნოემბრისთვის დაგეგმილია პუტინის, სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის სამმხრივი შეხვედრა. კრემლისთვის ის უპირველეს ყოვლისა იმის დემონსტრაციის შესაძლებლობაა, რომ რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში არ იმყოფება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…