პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიამ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი, ესე იგი, სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად გააკრიტიკებს საქართველოს ბრიუსელი, მით უფრო სწორად იქცევა ქვეყანა და ხალხი მოგებული დარჩება. მან ევროკომისიის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდა და მოლდოვისა და უკრაინის პროგნოზების შემცირება შეადარა.

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიამ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი, ესე იგი, სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება
პირველი არხი

ევროკომისიამ საქართველოს შემთხვევაში გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში კი შეამცირა. ეს არის ზუსტად პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობია – დავუჯეროთ ბრიუსელს თუ არ დავუჯეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქედან არის მარტივი დასკვნა, რომ რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის.

„ევროკომისიამ საქართველოს შემთხვევაში გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში კი შეამცირა. ეს არის ზუსტად პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობია – დავუჯეროთ ბრიუსელს თუ არ დავუჯეროთ, როცა იტყვიან ხოლმე ევროკავშირის ელჩი და ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე, რომ ის დაბალი პროგნოზი, რომელიც ჰქონდათ 2 პროცენტის გარშემო, ისიც კი დაუწიეს, რადგან არასწორ რჩევებს აძლევენ, არასწორ მითითებებს აძლევენ და აზიანებენ საკუთარი რჩევებით მოლდოვას. 2021 წელს, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მოლდოვაში ერთი კუბური მეტრი გაზი ღირდა 65 თეთრი, ლარზე რომ გადმოვიანგარიშოთ; საქართველოში ღირდა 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში გაზი მომხმარებლისთვის ღირს 3 ლარი და 65 თეთრი და საქართველოში ისევ 56 თეთრი ღირს. შვიდჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი იმის გამო სწორედ, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან. ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და, აქედან გამომდინარე, დაბალი ფასები, არამედ იმაზე, რომ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის სწორედაც რომ ტესტი – რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე; რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ესე იგი სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი (Autumn 2026 Economic Forecast) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინები გაუმჯობესდა. განახლებული დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.3%-მდე გაიზარდა, რაც საგაზაფხულო მაჩვენებელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს - ე.ი. სწორად ვიქცევით!
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ: “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობს – დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და არასდროს უნდა დავთმობთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები