პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ: “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობს – დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რაც უფრო აკრიტიკებს საქართველოს ბრიუსელი, ქვეყანა მით უფრო სწორად იქცევა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7,3%-მდე ზრდის, ხოლო მოლდოვას ბრიუსელის არასწორი მითითებები აზიანებს.

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ: “ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა ჯობს – დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს”
POSTV

“ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა ჯობს – დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის იმ დოკუმენტზე საუბრისას, რომლის თანახმად, კომისია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5,5%-დან 7,3%-მდე ზრდის.

„უკრაინის შემთხვევაში გასაგებია, რომ ომი ბევრ რამეს ხსნის, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში? ხომ ვხედავთ, რომ ნიშნისმოგებით გვეუბნებიან ხან ევროკავშირის ელჩი, ხან ევროკომისიის წარმომადგენლები, რომ მოლდოვა მეტ სიკეთეს მიიღებს, ვიდრე საქართველო. რაში გამოიხატება ეს სიკეთე? ის დაბალი პროგნოზიც კი, რომელიც ჰქონდათ 2%-ის გარშემო, შეუმცირეს, იმიტომ, რომ არასწორ რჩევებსა და მითითებებს აძლევენ და, რაც მთავარია, საკუთარი რჩევებით აზიანებენ მოლდოვას.

სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, მოლდოვაში 1 კუბური მეტრი გაზი მომხარებლისთვის, დაახლოებით, 65 თეთრი ღირდა, საქართველოში – 56 თეთრი. დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრი გაზი 3 ლარი და 65 თეთრია, საქართველოში – ისევ 56 თეთრი. 7-ჯერ გაიზარდა მოლდოვაში გაზის ფასი, სწორედ იმის გამო, რომ ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან, ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები, არამედ იმაზე, რომ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან.

აქედან – მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი ე.ი., რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის ტექსტი – რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, უნდა დავსვათ კითხვა: ეტყობა, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ე.ი., სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი აქედან მოგებაში იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელს
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ევროკომისიამ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი, ესე იგი, სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მოლდოვაში გაზის ფასი 7-ჯერ გაიზარდა, რადგან ბრიუსელის მითითებებს მიჰყვებიან - მარტივი დასკვნა: რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ე.ი შენი ხალხისთვის რაღაცას არასწორად აკეთებ! რაც უფრო მეტად გაგვაკრიტიკებს - ე.ი. სწორად ვიქცევით!
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი - საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით, არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე - ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა და არასდროს უნდა დავთმობთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები