შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი, რაშიც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, ასეთი სიტყვები ნამდვილად არ გვჭირდება, თუკი მათ მიღმა თავსმოხვეული პოლიტიკით დავზიანდებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი უპირატესობა ბრიუსელის შექებებია, თუმცა რეალურად ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებით საქართველო უკეთეს პოზიციაზეა. მისი თქმით, ვინც ბრიუსელს უჯერებს, ზიანდება, ხოლო ვინც საკუთარ ხალხს უჯერებს — მოგებაშია.

ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კოსი ამას ამბობს იმ ფონზე, როცა საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ანგარიშები სხვას ამტკიცებს“.
კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბრიუსელის ლამაზი სიტყვები არ სჭირდება, თუკი მათ მიღმა ევრობიუროკრატიის თავსმოხვეული პოლიტიკა იქნება.
„ევროინტეგრაციის პროცესის მიხედვით, ერთადერთი, რაშიც მოლდოვას შეიძლება ჰქონდეს შთამბეჭდავი პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებითა და თავს მოხვეული დირექტივებით. მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო თითქმის 14%, როცა ჩვენ 10%-მდე ვიყავით. როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მათ ჰქონდათ 5%-იანი ეკონომიკური, ამის შემდეგ 0-2%-ს შორის იცვლება ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაშინ, როცა საქართველოში ამ წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ არის 9%. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები 31%-ზე მეტია მოლდოვაში, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ამ დახმარებებისა და პროგრესების ფონზე. ჩვენ ამ პერიოდში 7%-მდე ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არა. ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, თუმცა ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი მათ მიღმა ჩვენ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ევროინტეგრაციის პროცესის მიხედვით, ერთადერთი, რაშიც მოლდოვას შეიძლება ჰქონდეს შთამბეჭდავი პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებითა და თავს მოხვეული დირექტივებით. მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოზე მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო თითქმის 14%, როცა ჩვენ 10%-მდე ვიყავით. როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მათ ჰქონდათ 5%-იანი ეკონომიკური, ამის შემდეგ 0-2%-ს შორის იცვლება ეკონომიკური ზრდის ტემპები, მაშინ, როცა საქართველოში ამ წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ არის 9%. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები 31%-ზე მეტია მოლდოვაში, მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა ამ დახმარებებისა და პროგრესების ფონზე. ჩვენ ამ პერიოდში 7%-მდე ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი. სხვაობა რაშია – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არა. ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, მოგებაშია ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთადერთი, რაშიც მართლა გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები, თუმცა ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი მათ მიღმა ჩვენ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.