პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და უსაფრთხოება განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება არ უჯერებს ბრიუსელის მავნე რჩევებს.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ
იმედინიუსი

უკვე ჩნდება კითხვა - ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია და სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან რომ დავზიანდეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველის ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ხელისუფლება ბრიუსელს არ უჯერებს.

„საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომ არ დავუჯეროთ ბრიუსელს მის მავნე რჩევებში. ჩვენ ჩვენმა სიჯიუტემ გადაგვარჩინა, რომ ბრიუსელს არ ვურჩევთ იმ რჩევებში, რასაც იძლევა. უკვე ჩნდება კითხვა - ან არაკვალიფიციურია ბრიუსელი, რომ გვაძლევს რჩევებს, რომლითაც უნდა დავზიანდეთ, ან მავნებელია, სპეციალურად ითხოვს ისეთ რაღაცებს საქართველოსგან რომ დავზიანდეთ. არცერთი მეტყველებს ბრიუსელის სასარგებლოდ, თუმცა მეტყველებს სასარგებლოდ, რომ კიდევ კარგი არ არის ხელისუფლებაში ის ხალხი, რომელიც ბრიუსელის ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებდა. ჩვენი ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების განმაპირობებელი არის ის, რომ ბრიუსელის მავნე რჩევებს არ ვუჯერებთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ ბრიუსელსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები