პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა, სადაც მხარეებმა სავაჭრო ბრუნვის ზრდა, შუა დერეფანი და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, - ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები განიხილეს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში.

მსჯელობა შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც, 2026 წლის 9 თვის მონაცემებით, 14%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები