მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, სადაც სატრანზიტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას, ასევე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებული ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ვიზიტების მზარდი დინამიკა და ორმხრივ თუ საერთაშორისო ფორმატებში აქტიური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითია.
შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი მონაწილეობდნენ," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიამარიამ ქვრივიშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა?
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…