ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს ყურადღებას მტკიცებულებით ნაწილზე გავამახვილებთ - ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა, სადაც ენმ-ის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყურადღებას კომისიის მიერ მომზადებული მტკიცებულებებისა და ბრალდებების აბსურდულობაზე გაამახვილებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის ახსნა-განმარტებით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, სიტყვით ისარგებლებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

სხდომის დაწყებამდე მხარეები პროცესს მედიასთან აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მოპასუხე მხარეს არც სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს და არც ფაქტობრივი გარემოებების მითითება შეუძლია.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას.

"საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას და ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები რამდენად შესაბამისობაშია კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური გამოსვლები გქონდათო, პოლიტიკური კი არა, სამართლებრივი არგუმენტაციით გამყარებული პოლიტიკური გამოსვლები იყო.

დღეს ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ასევე მტკიცებულებით ნაწილზე, ის აბსურდული მტკიცებულებები, რომელიც კომისიის მიერ არის მომზადებული, რა აბსურდულ ბრალდებებს ეფუძნება და, იმავდროულად, რა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს პარტიების გაუქმების [თვალსაზრისით]", - აცხადებს ბეჟაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს, რა დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას და ეს დეკლარირებული პოლიტიკური მიზნები რამდენად შესაბამისობაშია კონსტიტუციურ პრინციპებთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პოლიტიკური გამოსვლები გქონდათო, პოლიტიკური კი არა, სამართლებრივი არგუმენტაციით გამყარებული პოლიტიკური გამოსვლები იყო. დღეს ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას ასევე მტკიცებულებით ნაწილზე, ის აბსურდული მტკიცებულებები, რომელიც კომისიის მიერ არის მომზადებული, რა აბსურდულ ბრალდებებს ეფუძნება და, იმავდროულად, რა საერთაშორისო სტანდარტები არსებობს პარტიების გაუქმების [თვალსაზრისით]“
ლევან ბეჟაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე - 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის მოსარჩელე მხარეს არგუმენტები მზად აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები