ლევან ბეჟაშვილი - მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას ეყრდნობა - ამ წუთამდე კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილია, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებებს ეყრდნობა და პროცესზე ამ დრომდე არ განხილულა კონკრეტული მტკიცებულებები, თუ რომელ პარტიას რა ბრალი აქვს.

დღევანდელმა დღემ ნათლად აჩვენა და მგონი, მოსამართლეებმაც კარგად დაინახეს, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მსჯელობას და შეფასებას ეყრდნობა , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროცესზე „რეალური და კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოდგენილი“.
„დღეს მოსარჩელემ დადო პირობა, რომ დასკვნითი სიტყვით გამოსვლამდე წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ამ წუთამდე ჩვენ კონკრეტული მტკიცებულებები არ განგვიხილია, რომელ პარტიას რა ბრალი აქვს და ეს ბრალი რომელი მტკიცებულებით მყარდება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…