გელა სამხარაული ნაირობიში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ნაირობიში გამართულ გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეებს სურსათის ნარჩენების შემცირებისა და დონაციის კუთხით ქვეყნის საკანონმდებლო რეფორმა გააცნო.

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული კენიის დედაქალაქში გამართულ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
ნაირობიში გამართული სამიტის მესამე სესიის ფარგლებში, რომელიც ეფექტიანი, ინკლუზიური, მედეგი და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარებას დაეთმო, სამხარაულმა საქართველოს დელეგაციის სახელით, წარადგინა ქვეყნის გამოცდილება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…