პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის აგრარულ კომიტეტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარებაზე იმსჯელეს და მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. მიზანია ხორბლის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნა.

პარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის ინიციატივით, ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უძღვებოდა.

შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის წარმოების მიმართულებით მომუშავე მეწარმეებისა და ფერმერების საქმიანობასა და საჭიროებებს გაეცნენ, დარგობრივი და სამეცნიერო ორგანიზაციების ხედვა მოისმინეს. შეხვედრაზე ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის მიზანი იუნესკო-ს (UNESCO) მიერ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალების“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებაა. ამასთანავე, სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს ქართული ხორბლის ისტორიული, კულტურული და გენეტიკური მემკვიდრეობის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნის ხელშეწყობას ისე, რომ კომერციული განვითარების პროცესში მისი ავთენტურობა, ხარისხი და თვითმყოფადობა შენარჩუნდეს.

„ვისაუბრეთ ხორბლის უძველესი ქართული ჯიშების გამრავლების, მათი წარმოებაში უფრო ინტენსიურად დანერგვისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. ეს ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული სიმდიდრეა, რომელსაც მსოფლიო აღიარებს. ქართული ხორბლის მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნა საერთო საქმეა. ამ პროცესის საფუძველი დარგში მომუშავე ადამიანების გამოცდილება, საჭიროებები და ერთობლივი მოქმედება უნდა იყოს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

შეხვედრის მონაწილეები ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტში ქართული ხორბლისა და პურის პროდუქტების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს მთიანეთში ლუდის რიტუალური მომზადებისა და გამოყენების ტრადიციის UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის საკითხზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები