გელა სამხარაული კენიაში გამართულ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული კენიაში გამართულ გლობალურ სამიტზე გამოვიდა და მონაწილეებს სურსათის დონაციისა და ნარჩენების შემცირების შესახებ ქვეყნის კანონმდებლობა გააცნო.
საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა კენიაში - შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე.
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაულმა, საქართველოს დელეგაციის სახელით გააზიარა ქვეყნის გამოცდილება, სურსათის დანაკარგების, ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა.
ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სურსათის დანაკარგების შემცირების მიმართულებით საქართველოს სამომავლო პრიორიტეტებზე.
"საქართველოს პარლამენტმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით, მიიღო კანონი სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულების შესახებ.
სამიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებისთვის გაგვეცნო საქართველოს გამოცდილება. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, როგორც საპარლამენტო როლის წარმოჩენის, ისე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით", - აცხადებს გელა სამხარაული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…