პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ის ჩვენი თავდაცვის “ალფა” და “ომეგაა"

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა უკრაინის „ალფა და ომეგაა“ და პარტნიორებს ჩამჭრელი რაკეტების, 40 F-16-ისა და Mirage-ის თვითმფრინავების გადაცემისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ის ჩვენი თავდაცვის “ალფა” და “ომეგაა"
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას ჩამჭრელი რაკეტები გადასცენ.

„საჰაერო თავდაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ის ჩვენი თავდაცვის “ალფა” და “ომეგაა". სიცოცხლის დასაცავად აუცილებელია, რომ საკმარისი რაოდენობის რაკეტები მოგვაწოდონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთი მუდმივად ესხმის თავს უკრაინას “შაჰიდის” ტიპის დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩამჭრელი რაკეტები აქვთ აშშ-ს, ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და სხვა პარტნიორებს და ისინი „უბრალოდ საწყობებში არ უნდა ეწყოთ“.

მანამდე, ზელენსკიმ ბრიუსელში, თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებელი სჭირდება. ასევე, ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას მეტი ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავი Mirage მიაწოდონ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: პუტინი განრისხებულია და უკრაინაზე დარტყმების გაძლიერებისკენ მიისწრაფვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები