ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე
17 ნოემბერს, ღამით, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სტამბაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

17 ნოემბერს, ღამით, ხანძარი გაჩნდა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სტამბაში.
„ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, რომ სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.
ამ დროისთვის [23:40 საათი] ადგილზე დაკვამლიანებაა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ფოტო შემთხვევის ადგილიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…