პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი გვრიტიშვილი ევროკავშირის პროგრამის კვლევაში საქართველოს უმაღლეს შეფასებაზე: ეს არის საქართველოს მოსამართლეთა უმაღლესი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის გამოყენებით განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგი

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ კვლევაში საქართველოს უმაღლესი შეფასება ქართველ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის შედეგია.

დიმიტრი გვრიტიშვილი ევროკავშირის პროგრამის კვლევაში საქართველოს უმაღლეს შეფასებაზე: ეს არის საქართველოს მოსამართლეთა უმაღლესი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის გამოყენებით განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგი
იმედინიუსი

ეს არის საქართველოს მოსამართლეთა უმაღლესი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის გამოყენებით განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგი, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ის ასე გამოეხმაურა ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის შედეგს, რომლის მიხედვითაც საქართველოს უმაღლესი შეფასება მიენიჭა.

„პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაზე მუშაობდა მეცნიერთა შესაბამისი ჯგუფი. მიღებული მონაცემები მათ ობიექტურად და სწორედ მეცნიერული მეთოდოლოგიის გამოყენებით დაამუშავეს. ამიტომ ჩვენთვის სარწმუნო არის სწორედ ამგვარი კვლევის შედეგები და არა პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული სხვა ტენდენციური ე.წ. კვლევების შედეგები”, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითი პროექტის კვლევის შედეგად საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით, ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები