პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია - ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს

ნატო

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, BridgeGap-ის კვლევა ადასტურებს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმების ეფექტიანობას, სადაც ქვეყანამ სასამართლოს გამჭვირვალობით უმაღლესი ქულა მიიღო.

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს. რეიტინგი ევროკავშირის პროგრამა "ჰორიზონტის“ პროექტ BridgeGap-მა გამოაქვეყნა.

მაჩვენებლები ზომავს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ევროპის ქვეყნებში სასამართლოს გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა. სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასებაში საქართველომ უმაღლესი, 10 ქულა მიიღო. დამოუკიდებლობის რეიტინგში კი 6 ქულა აქვს და ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველო რეიტინგში უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ნატოს, შენგენის ზონის და ევროკავშირის 18 სახელმწიფოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო.

​"აღნიშნული კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია და ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით და ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, არის უტყუარი მტკიცებულება სწორედ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო," - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობობექა ძამაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო
  2. რუსთავი 2სამთავრობობექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის შესახებ ევროკავშირის პროგრამის კვლევაზე, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა: თავისსავე დამკვეთების კვლევებშიც კი ჩანს ჩვენი გამჭვირვალობა. დამოუკიდებლად წყვეტენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ვინ აიკრძალება და ვინ - არაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები