გიორგი კახიანი - რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე, არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა - ალბათ, დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ამას, ვიდრე ის, რომ საქმეზე შედეგი დამდგარიყო
გიორგი კახიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე მოპასუხეთა შუამდგომლობები „აბსურდული“ იყო და პროცესის დროში გაწელვას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, სასამართლო უკვე კითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა.

რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე. არადა, ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ მოპასუხე პარტიებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, ალბათ, დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო საქმისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მან შუამდგომლობების შინაარსზე გაამახვილა ყურადღება და მათ აბსურდული უწოდა.
„ცოტა გაუგებარი იყო ის, რომ რატომღაც დავბრუნდით შუამდგომლობების დაყენების ეტაპზე. არადა ეს ეტაპი სასამართლომ ორი კვირის წინ გაიარა. რამდენიმე შუამდგომლობა ჰქონდათ მოპასუხე პარტიებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, ალბათ, დროის გაწელვის მიზანი უფრო ჰქონდა ასეთი შუამდგომლობების დაყენებას, ვიდრე ის, რომ კონკრეტული შედეგი დამდგარიყო საქმისათვის. ეს შუამდგომლობები ერთი, ეხებოდა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევას და იმავდროულად, თავად აღიარებდნენ შუამდგომლობის ავტორები, რომ, ფაქტობრივად, ეს შეუძლებელი იქნებოდა იმიტომ, რომ საქმეში ბევრი მტკიცებულება არის მოყვანილი და სათითაოდ ყოველი მტკიცებულების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა და მეორე შუამდგომლობა ასევე, ჩვენი აზრით, იყო აბსურდული. ის გულისხმობდა იმას, რომ თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა რომელიმე პარტიას, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადა გადაევადებინა, როგორც თვითონ შუამდგომლობის ავტორები ამბობდნენ, ერთი თვით. რა თქმა უნდა, ასეთი პრაქტიკა საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, ფაქტობრივად, სასამართლოს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დაეყენებინა თავისივე გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ასეთი შუამდგომლობა რომელიც თეორიულადაც ვერ დაკმაყოფილდებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, ახლა უკვე სასამართლო პროცესი ახალ, კითხვების ეტაპზე გადავიდა.
„სასამართლო პროცესი უკვე გადავიდა ახალ ეტაპზე, რომელიც საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეტაპზე უკვე კითხვების დასმის შესაძლებლობა არსებობს. მოგეხსენებათ, თავიდან მოსამართლეები უსვამენ მხარეებს კითხვებს. ეს პროცესი გუშინ სხდომაზე დაიწყო და დღეს გაგრძელდება. სასამართლოს მხრიდან რამდენიმე კითხვა იყო დასმული ჩვენს მიმართ და ჩვენ ამ კითხვებს გუშინ გავეცით პასუხი. იმავდროულად, ეს პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესის ფარგლებში, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ დაინახოს ჩვენი პოზიციები. ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით რა არგუმენტებს ეფუძნება ჩვენი სარჩელი და რით არის იგი დასაბუთებული. გარდა ამისა, ასევე ამ პროცესს შემდგომ მოჰყვება უშუალოდ მხარეებს შორის კითხვები და ესეც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის სიმტკიცე დავანახოთ სასამართლოს და საზოგადოებასაც“, - განაცხადა კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…