პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: უგულებელყოფილი და ჩამოშორებული, კალასი ახლა იმ მწარე პოლიტიკურ რეალობას უყურებს თვალებში, რომლის მიხედვითაც ის, მაღალი წარმომადგენელი, რომელსაც ხელშეკრულებებით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა აბარია, გამორიცხულია ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროცესიდან, რაც კი კონტინენტს ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოუცდია

Euronews-ის ცნობით, კაია კალასი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ევროპული გუნდიდან გამორიცხეს. გამოცემის თანახმად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კალასს ინსტიტუციური წონა აკლდა, რის გამოც მისი კანდიდატურა დაიწუნეს.

Euronews: უგულებელყოფილი და ჩამოშორებული, კალასი ახლა იმ მწარე პოლიტიკურ რეალობას უყურებს თვალებში, რომლის მიხედვითაც ის, მაღალი წარმომადგენელი, რომელსაც ხელშეკრულებებით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა აბარია, გამორიცხულია ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროცესიდან, რაც კი კონტინენტს ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოუცდია
იმედინიუსი

უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან კაია კალასის დემონსტრაციულმა გამორიცხვამ მწვავე კითხვები გააჩინა მისი თანამდებობის აქტუალურობასთან დაკავშირებით, - წერს Euronews-ი.

გასულ კვირას კალასი დუბლინში გაემგზავრა ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად და მტკიცედ მოითხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა.

„2024 წლის ივნისში ლიდერებმა გადაწყვიტეს, ვინ უნდა წარმოადგენდეს [ევროკავშირს] უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მაშინ მსჯელობდნენ იმაზე, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებები შედგებოდა“, - აღნიშნა მან.

მაგრამ ლიდერები გულგრილნი დარჩნენ და მისი წინადადება პირდაპირ უარყვეს. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ინფორმირებული პირების თქმით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კალასს აკლდა ინსტიტუციური წონა და მისი კანდიდატურა დაიწუნა.

სამიტი დასრულდა მოლაპარაკებებისთვის გაფართოებული, ერთობლივი ევროპული გუნდის შექმნით, რომელშიც სულ შვიდი წარმომადგენელი შევიდა. მათ შორის არ არის კალასი.

„უგულებელყოფილი და ჩამოშორებული, კალასი ახლა იმ მწარე პოლიტიკურ რეალობას უყურებს თვალებში, რომლის მიხედვითაც ის, მაღალი წარმომადგენელი, რომელსაც ხელშეკრულებებით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა აბარია, გამორიცხულია ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური პროცესიდან, რაც კი კონტინენტს ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოუცდია“, - აღნიშნავს Euronews-ი.

ბრიუსელში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დუბლინში მომხდარი იმ შეცდომებისა და ფიასკოს ბუნებრივი შედეგია, რის გამოც კალასი სულ უფრო იზოლირებულ ფიგურად იქცა ამ დიდი ძალების ქალაქში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოPOLITICO: კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს - ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი მოლაპარაკების ჯგუფის მიღმა დარჩა
  2. რუსთავი 2სამთავრობომედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Euronews: „მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“ - კაია კალასი პოზიციას არ თმობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალურ წარმომადგენლად არ დაამტკიცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები