პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Euronews: „მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“ - კაია კალასი პოზიციას არ თმობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალურ წარმომადგენლად არ დაამტკიცეს

კაია კალასი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვაზე თავის სიტყვებს არ უარყოფს და მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა განსხვავებული ფორმატი აირჩიეს. მისი თქმით, ხელშეკრულებები მკაფიოდ ადგენს უმაღლესი წარმომადგენლის პასუხისმგებლობას საგარეო პოლიტიკაზე.

Euronews: „მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“ - კაია კალასი პოზიციას არ თმობს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა ის სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალურ წარმომადგენლად არ დაამტკიცეს
იმედინიუსი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ის კვლავინდებურად მზადაა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ნაკისრი მოვალეობები შეასრულოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნანობს თუ არა დუბლინში გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ევროპის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვა სწორედ მის მანდატს განეკუთვნებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ლიდერებმა საბოლოოდ განსხვავებული ფორმატი აირჩიეს - კალასმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებები უმაღლესი წარმომადგენლის როლს მკაფიოდ ადგენს.

„ავიღოთ ხელშეკრულებები და წავიკითხოთ, ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. პარტნიორებს მუდმივად ვეუბნებით კანონის უზენაესობის შესახებ, ევროპაში კანონის უზენაესობა კი თავად ხელშეკრულებებია. ამიტომ, მე ვრჩები ჩემი სიტყვების ერთგული და მზად ვარ ამ საქმისთვისაც“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ლიდერებს აქვთ უფლება, განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში დადებითია ის, რომ ყურადღება პერსონებიდან შინაარსობრივ საკითხებზე გადადის. კალასის შეფასებით, მოლაპარაკებების მონაწილეებმა პასუხი უნდა გასცენ ისეთ ფუნდამენტურ კითხვებს, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი მოთხოვნა რაიმე სხვა საკითხის განხილვამდე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების სურვილს ვერ ხედავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები