კაია კალასი სამშვიდობო მოლაპარაკების დროს რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა შეთანხმდნენ - მედია
კაია კალასმა უკრაინისთვის რუსეთის წაყენებულ მოთხოვნებს აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების გუნდმა პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიოს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები, რომელსაც ის უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უყენებს, აბსურდულია. მის განმარტებით, მოლაპარაკებების გუნდის უპირველესი ამოცანა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უნდა იყოს.
მედიის ინფორმაციით, კალასმა ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალასის მიაჩნია, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოითხოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს კრემლის მოთხოვნების განხილვაზე.
"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის მოთხოვნები სერიოზულია. მათ აბსურდული მოთხოვნები წამოაყენეს. თუ ეს ომის გაგრძელების საბაბია, რათა მეტი ნგრევა გამოიწვიონ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ მოლაპარაკებების გუნდმა, როგორიც არ უნდა იყოს მისი შემადგენლობა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს“, - განაცხადა კალასმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოლაპარაკებების გუნდმა რუსეთთან დეტალური მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტას უნდა მიაღწიოს.
"შეწყვიტეთ ეს და შემდეგ შევძლებთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და სამშვიდობო შეთანხმებაზე დიალოგს", - მოითხოვს ევროკავშირის მთავარი დიპლომატი.
ევროპული მოლაპარაკებების გუნდის შემადგენლობის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას კალასმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ, თუმცა თავად მოლაპარაკებების შინაარსობრივ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…