პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია - ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე არ მახსენდება: „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია“, „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი“, „პლედებით გადატრიალება“ - ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს, რომ „ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ ახსენდება“.

ელენე ხოშტარია - ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე არ მახსენდება: „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია“, „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი“, „პლედებით გადატრიალება“ - ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ
ინტერპრესნიუსი

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რეჟისორებსა და მწერლებს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ მომენტით, ვინაიდან „საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ ჰქონიათ და არც ექნებათ“.

„სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:

- „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”

- „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”

- „პლედებით მოწყობილი გადატრიალება”

- „240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია,“ თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!

რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ,“ - წერს ხოშტარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,,ამას ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ“ – ელენე ხოშტარია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარია - ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა სახეში სროლა ეს თქვენი ხელწერაა, ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები